ქირავდება ერთი ოთახიანი ბინა ვერაზე , სოფიკო ჭიაურელის ქუჩა 14. ბინა არის ძველი აშენებული და ახალი გარემონტებული და მდებარეობს 10 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის 10 სართულზე. მისი საერთო ფართი შეადგენს 65 მ2, აქვს სტუდიოს ტიპის მისაღები ოთახი, ერთი საძინებელი, სააბაზანო და დიდი აივანი ქალაქის ულამაზესი ხედით. ბინა მოწყობილია ავეჯით, ტექნიკით და ყველა აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთით, აივანიც მოწყობილია შესაბამისი გარე ავეჯით. მისაღებ ოთახში ჭერზეც არის ფანჯარა, რომელიც ბინის ულამაზეს ინტერიერს კიდევ უფრო განსხვავებულ ელფერს ანიჭებს. იდეალურია როგორც წყვილის, ასევე მარტო საცხოვრებლადაც.
ბინა მდებარეობს იდეალურ ადგილას, ქალაქის ერთ-ერთ უძველეს და ცენტრალურ უბანში ვერაზე, სადაც თავს იყრის ქალაქის ღირსშესანიშნაობები და ტურისტების საყვარელი ადგილია. რაც შეეხება ჩვენს კონკრეტულ ლოკაციას, ჭიაურელის ქუჩიდან ყველაფერი ძალიან ახლოსაა, ვერის ბაღი, სკოლები, საბავშვო ბაღი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბიბლიოთეკა, უამრავი კაფე და კვების ობიექტები, მაღაზიები და სუპერმარკეტები, აფთიაქები, ბანკები, სასტუმროები და ავტობუსის გაჩერებები.
ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად დეტალურად განვიხილოთ ბინა და მისი ადგილმდებარეობა, თუმცა დამეთანხმებით რომ ამ შემთხვევაში თემის ამოწურვა შეუძლებელია. შემოგთავაზებთ 3 მიზეზს, რატომ უნდა იცხოვროთ ამ ბინაში :
Compare listings
Compare