იყიდება ერთოთახიანი ბინა ორთაჭალაში , დიდი ხეივნის ქუჩა 6. ბინა არის ახალი აშენებული, გარემონტებული და მდებარეობს 11 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის 7 სართულზე. მისი საერთო ფართი გახლავთ 79 მ2, აქვს სტუდიოს ტიპის მისაღები ოთახი, ერთი საძინებელი, სააბაზანო და აივანი ქალაქის ხედით. ბინა არის ნათელი, მყუდრო და ძალიან გემოვნებიანად მოწყობილი ავეჯით, ტექნიკით და ყველა საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთით.
ორთაჭალა არის თბილისის უძველესი და ულამაზესი უბანი, სადაც იდეაურად ერწყმის ერთმანეთ ძველი ქალაქი და თანამედროვე კულტურა, ამიტომაც არის ის ასეთი განსხვავებული და მოთხოვნადი საცხოვრებელი ლოკაცია. რაც შეეხება ჩვენს კონკრეტულ ადგილმდებარეობას, დიდი ხეივნის ქუჩასთან ახლოს არის: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს გენერალური პროკურატურა, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, რესტორნები და კვების ობიექტები, სილამაზის სალონი, სუპერმარკეტები, მაღაზიები, სკოლა, საბავშვო ბაღი, აფთიაქები, ავტობუსის გაჩერებები და ა.შ. ასევე ახლოს არის ორთაჭალის ავტოსადგომი, საიდანაც შესაძლებელია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ გადაადგილება.
მიუხედავად იმისა, რომ დეტალურად განვიხილეთ როგორც ბინის ასევე ადგილმდებარეობის ყველა უპირატესობა, კიდევ ერთხელ შემოგთავაზებთ 3 მიზეზს, რატომ უნდა შეიძინოთ ეს ბინა :
Compare listings
Compare