ისანი

ისანი თბილისის ერთ-ერთი  ცნობილი უბანია,  რომელიც მდებარეობს ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში. იგი ითვლება იდეალურ ადგილად საცხოვრებლად და სამუშაოდ. ეს ტერიტორია შედგება სხვადასხვა საცხოვრებელი და კომერციული უბნებისგან, რის გამოც ისანში ქონების ყიდვა-გაქირავებაზე დიდი მოთხოვნაა.

Show more

ისანში უძრავი ქონების ბაზარი მიმზიდველია იმ პირებისთვის, რომლებიც აპირებენ ინვესტირებას ქონების სექტორში.

ისანი მდებარეობს თბილისის აღმოსავლეთ რეგიონში და მისი მთავარი ქუჩებია: ქეთევან დედოფლის გამზირი, ნავთლუღის ქუჩა და ჯორჯ ბუშის ქუჩა.  ამ ქუჩაზე არის ტრადიციული და თანამედროვე საცხოვრებელი კორპუსები, ყველანაირი საფასო კატეგორიით.

ქონების შეძენა ისანში

 ისანში ქონების ყიდვა-გაყიდვა აქტიური სფეროა, შესაბამისად ვინც დაინტერესებულია  ამ კუთხით შეუძლია  ინვესტირება. ისნის სტატეგიული მდებარეობა და ქალაქის ცენტრთან სიახლოვე ანაპირობებს ამ რაიონის პოპულარობას. ამ ტერიტორიაზე შესაძლებელია ყველააირი ტიპის საცხოვრებელი სახლის ნახვა, ახალი და ძველი აშენებული სახლები, ბინები და აგარაკის სტილის სახლებიც. ასევე ხელმისაწვდომია კომერციული ფართები ამ ტერიტორიაზე.

ისანი ითვლება იდეალურ ტერიტორიად საცხოვრებლად და სამუშაოდ,  რადგან აქვს მარტივი წვდომა ყველაფერთან სხვა უბნებთან შედარებით. ისნის მეტროსადგურის, მუნიციპალური ტრანსპორტის და ისნის ავტოსადგომის არსებობა ამცირებს პირადი ტრანსპორტის ყოლის აუცილებლობას და მარტივია გადაადგილება.

სახლის ყიდვა ისანში, თბილისში

 კომფორტული საცხოვრებელი სახლების და ბინების გარდა ისნის ტერიტორიაზე არის რამდენიმე მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო დაწესებულება და სკოლა:   № 103 საჯარო სკოლა, № 144 საჯარო სკოლა და სკოლა ალაბარი (ავლაბარში). ასევე  ისანში მდებარეობს კლინიკები : ENMEDIC, Aramianski, Ketevan Janelidze Dental Clinic, oliklinika, St. Anna e St. Ioakime Hospital და Evex Clinic, რაც მას იდეალურ უბანად აქცევს განათლების, ჯანდაცვისა და ყველანაირი დაწესებულებების თვალსაზრისით.ამ ყველაფრიდან  გამომდინარე,  ისანში სახლის ყიდვაზე დიდი მოთხოვნაა.

საშუალოდ,ისანში სახლის ყიდვისას კვადრატულ მეტრზე 750-დან 900 დოლარამდე ფასის დიაპაზონი უნდა გაითვალისწინოთ. თუმცა, ეს ფასი არ არის ფიქსირებული და შეიძლება გავლენა იქონიოს სხვადასხვა ფაქტორებმა, როგორიცაა:  შენობის ხანდაზმულობა, მდებარეობა, ზომა და სახლის ზოგადი კეთილმოწყობა ყველაზე მნისვნელოვანი ფაქტორია მის ფასში. ისანი არ ითვლება თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომ უბანად, მაგრამ ის ასევე არ არის ყველაზე ძვირი. ამ ტერიტორიაზე ფასების მრავალფეროვნებაა. ისანის მცხოვრებლებს შეუძლიათ ისარგებლონ ამ ტერიტორიაზე ცხოვრების მრავალი უპირატესობით, რადგან ისანსი არის ყველანაირი კომფორტი შექმნილი დაწესებულებებისა თუ მომსახურების თვალსაზრისით. ეს რა თქმა უნდა უპირატესობას ანიჭებს მას და უფრო და უფრო მეტ ადამიანს უნდა ისანში ბინის შეძენა.

ვილის შეძენა ისანში

ისანში საცხოვრებელი სახლების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ  აქ აგარაკის ყიდვა ბევრი ოჯახისთვის საუკეთესო არჩევანია. სახლების მრავალფეროვნებამ შექმნა ფასების კარგი დიაპაზონი, რაც მყიდველებს საშუალებას აძლევს იპოვონ ყველაზე შესაფერისი სახლი მათი ბიუჯეტის შესაბამისად. თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ გასაყიდი ვილები ისანში   50 კვადრატული მეტრიდან, დიდი ვილები უნიკალური არქიტექტურით  კი 300 კვადრატული მეტრიდან, ფასით  $600,000 მდე. ვილები ხშირ შემტხვევაში კეთილმოწყობილია და აღჭურვილია ყველა აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთებით,ეს რა თქმა უნდა დიდ გავლენას ახდენს ვილების ფასზე.

იმ პირებისთვის, რომლებსაც აქვთ გრძელვადიანი საინვესტიციო მიზნები და აპირებენ ისანში ვილის შეძენას,  შეუძლიათ შეიძნონ ვილა მშენებლობის ეტაპზე, როგორიცაა თეთრი კარკასი, მწვანე კარკასი ან შავი კარკასი. ამ დროს როცა ვილები მშენებლობის პროცესშია და ჯერ არ არის დასრულებული, შესაძლებელია მათი ნაკლებ ფასში შეძენა.

ყიდვა ისანში

 ისანი ცნობილიაისეთი  საცხოვრებელი კომპლექსებით, როგორიცაა დირსი, ეკოსითი სამგორი, არქი ისანი, ისანი კომფორტი, პლატინუმ ისანი და ალიანს სამგორი. ისანი შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად თუ გნებავთ თანამედროვე ბინაში ცხოვრება სრული კეთილმოწყობით. მათ ვისაც ისანში ბინის შეძენას გეგმავს, შეუძლია შეარჩიოს როგორც ძველი ასევე ახალი აშენებული ბინებიდან სასურველი კვადრატულობით და კეთილმოწყობით.

ძველი ბინებისა და საცხოვრებელი კომპლექსების გარდა, ისანში ძვირადღირებული  ბინების ყიდვაზეც არის დიდი მოთხოვნა. ეს ძვირადღირებული ბინები უზრუნველყოფს საუკეთესო საცხოვრებელ პირობებს  მაცხოვრებლებისთვის. ისანში შესაძლებელია შეიძნოთ ბინა ყველა კონდიციაში: შავი, თეთრი და მწვანე კარკასები, როგორც ინვესტიციისთვის ასევე საცხოვრებლად ყველა საფასო კატეგორიაში.

ხელმისაწვდომი ბინების ყიდვა ისანში,თბილისში

 ისანი ერთ-ერთი ადგილია, სადაც ტრადიციული საცხოვრებელი ნაგებობები ჯერ კიდევ მრავლადაა ზოგიერთ ნაწილში. აქედან გამომდინარე მარტივად შესაძლებელია ისანში ხელმისაწვდომი ბინის შეძენა,  რომელიც განკუთვნილია სტუდენტებისთვის ან მარტოხელა ადამიანებისთვის. ამ ბინებს აქვს ყველანაირი კომფორტი, თუმცა ქალაქის ცენტრთან სიახლოვის გამო მათზე დიდი მოთხოვნა და კონკურენციაა.

მყიდველებს, რომლებსაც სურთ  ისანში ხელმისაწვდომი ბინის შეძენა, ასევე შეუძლიათ განიხილონ სტუდიოს ტიპის ბინები. სტუდიოს ტიპის ბინას არ აქვს იზოლირებული საძინებელი, თუმცა სხვა მხრივ სრული კომფორტია საცხოვრებლად. ასეთი ბინები მრავლადაა ახალ აშენებულ საცხოვრებელ კომპლექსებში.

ძვირადღირებული ბინების ყიდვა ისანში

 ზოგადად, ისანში გასაყიდი ქონების საშუალო ფასები ოდნავ აღემატება თბილისის სხვა  ლოკაციების ფასებს და ეს განპირობებულია ამ ტერიტორიის უნიკალური მდებარეობითა და ისანში სხვადასხვა ძვირადღირებული  ბინების არსებობით. ისანში ძვირადღირებული ქონების შესაძენად, თქვენ უნდა გადაიხადოთ $700,000-მდე, რომელიც მოიცავს დიდ სახლს სრული კეთილმოწყობით, როგორიცაა საცურაო აუზი, შვიდი საძინებელი და გამოყოფილი სათამაშო ადგილები.

ძვირადღირებული ბინები ისანში არის  თანამედროვე დიზაინით, უნიკალური დეკორაციებით და სრული აღჭურვილობით. ასეთი ბინები არის როგორ ძვირადღირებულ საცხოვრებელ კომპლექსებში და ასევე არის ვილები. ასეთი ბინების ფასი შეიძლება იყოს 1 მილიონამდე და განკუთვნილია იმ კატეგორიისთვის, ვისაც სურს ისანში ძვირადღირებულ საცხოვრებელ კომპლექსში ცხოვრება.

კომერციული ფართის შეძენა ისანში, თბილისში

 ისეთი დატვირთული ლოკაციები, როგორიცაა ისანი, , რომელსაც აქვს უნიკალური მდებარეობა და   წვდომა ყველანაირ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ითვლება სხვადასხვა ტიპის კომერციული ქონების ყიდვა-გაყიდვის მთავარ ადგილად. შესაბამისად ისანი ამ მხრივაც იქცევს დიდი და მცირე ბიზნესის ყურადღებას. ისნის რაიონი გვთავაზოს ისეთ უპირატესობებს, როგორიცაა ყველანაირი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ქალაქში, კომერციული ფართების მრავალფეროვნება, ქაკაქის ცენტრთან სიახლოვე და ყველა ის პირობა რაც საჭიროა ბიზნესის კეთებისათვის.

გასაყიდი კომერციული ფართები ისანში მოიცავს მცირე და დიდი ზომის ოფისებს, სასტუმროებს, მაღაზიებს, და მათი ფასები დამოკიდებულია ქონების მდგომარეობაზე.  ზოგიერთი ასეთი ქონება შეიძლება იყოს ძელი აშენებული, ნაკლები აღჭურვილობით და ჰქონდეს ხელმისაწვდომი ღირებულება. თუმცა, არსებობს ასევე უამრავი ახლადაშენებული კომერციული შენობა, სადაც ბიზნესს შეუძლია გახდეს პრემიუმ გასაყიდი კომერციული ქონების მფლობელი თბილისში სასურველი თანხის ინვესტირებით.

ოფისის ყიდვა ისანში, თბილისში

 თბილისში, ისანში ოფისის შესაძენად სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ. პირველ რიგში, განსაზღვრეთ ოფისის სასურველი ფართობი , მეორე  გაითვალისწინეთ ოფისის ადგილმდებარეობა და ბოლოს, გაითვალისწინეთ თქვენი კომპანიისთვის საჭირო აღჭურვილობა  ამ სივრცეში სამუშაოდ. ისანი არის მრავალფეროვანი კომერციული ქონების მქონე ტერიტორია და რეგიონის სხვადასხვა ნაწილში არსებობს მრავალი ოფისი. ამ ოფისების ფასები იწყება $ 25,000-დან  და შეიძლება მერყეობდეს $530,000-მდე რომელიც  სრულად არის აღჭურვილი საოფისე საქმიანობისთვის და რომლის ფართობია 380 კვადრატული მეტრი. ფასების სხვაობა ხშირად გამოწვეულია ოფისის ადგილმდებარეობით და მისი აღჭურვილობით, ზოგიერთი ოფისის ფასი კვადრატულ მეტრზე 1000 დოლარია, ხოლო სხვები 1300-დან 1500 დოლარამდე მერყეობს.

სასტუმროს ყიდვა ისანში, თბილისში

 თბილისი, როგორც ისტორიული და ლამაზი ქალაქი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია მსოფლიოში. თბილისის თითოეულ უბანს აქვს საკუთარი სპეციფიკური ტურისტული ღირსშესანიშნაობები და მათ შორისაა ისანი. ისანში სასტუმროს ყიდვა, ინვესტორებისთვის კარგი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს. ისანში სასტუმროების ყიდვის პირობებისა და ფასების დიაპაზონი საკმაოდ ფართოა, დაწყებული ჩვეულებრივი 22 ნომრიანი სასტუმროდან, რომლის ფასი 160 000 დოლარია, დამთავრებული მაღალი დონის სასტუმრომდე, რომლის ფასი 3,5 მილიონი დოლარია და ფართობი დაახლოებით 2000 კვადრატული მეტრია.

მიწის ნაკვეთის შეძენა ისანში, თბილისში

 ისანში მშენებლობის უწყვეტმა ზრდამ მიწის ყიდვა-გაყიდვის დიდი პოპულარულობა გამოიწვია. საქართველოში უძრავი ქონების ბაზარზე ინვესტირებით დაინტერესებული ბევრი პირი ირჩევს მიწის ყიდვას, რადგან ის ხელსაყრელ ფასებს გვთავაზობს და თბილისში ქონების განვითარების გაფართოების გამო სასურველ ინვესტიციად ითვლება. ამჟამად, ისანში ყველაზე ხელმისაწვდომი მიწების ფასები იწყება დაახლოებით 30,000 დოლარიდან დაახლოებით 600 კვადრატულ მეტრზე და შეიძლება გაიზარდოს 7,5 მილიონ დოლარამდე 25,000 კვადრატული მეტრის ნაკვეთზე. მიწის მდებარეობა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომელიც ისანში მომავალმა მყიდველებმა და გამყიდველებმა უნდა გაითვალისწინონ, რადგან ის განსაზღვრავს მიწის ფასების პოტენციურ ზრდას მომდევნო წლებში. აქედან გამომდინარე, ისანში მიწის შეძენამდე ყოველთვის რეკომენდირებულია მოიძიოთ რჩევა საქართველოში არსებული უძრავი ქონების პირობების მცოდნე სპეციალიზებული და მცოდნე გუნდისგან.

დაქირავება ისანში, თბილისში

 ისანი თბილისში ქირავნობის პირობები იძლევა შესაფერის ქონების გონივრულ ფასად მოძიების საშუალებას თითქმის ნებისმიერი ბიუჯეტით. ეს ეხება როგორც საცხოვრებელ, ასევე  კომერციული ფართებს. ისანი არის ტერიტორია, სადაც სტუდენტების, მარტოხელა ადამიანების, ოჯახებისა და ბიზნესებისგან დიდი მოთხოვნაა ქონების დაქირავებაზე.  ისანში ხელმისაწვდომია სხვადასხვა ვარიანტები, როგორიცაა ბინები, ვილები, საცხოვრებელი კომპლექსები და სხვადასხვა კომერციული ფართები და გასათვალისწინებელია მათი  მრავალფეროვანი არჩევანი.

ბინის დაქირავება ისანში, თბილისში

 ისანი ყველასთვის მოსახერხებელ ადგილს გვთავაზობს, სტუდენტებისთვის, იმ პირებისთის ვინც მუშაობს ან სწავლობს. იქიდან გამომდინარე რომ ისანში ყველანაირი მუნიციპალური ტრანსპორტი ადვილად ხელმისაწვდომია, ეს ადგილი მოსახერხებელია ყველასთვის რადგან მარტივად შეძლებს გადაადგილებას ქალაქის სხვადასხვა ლოკაციებზე.ეს ტერიტორია გთავაზობთ მრავალფეროვან ხელმისაწვდომ ძველ ბინებს, ასევე ახლად აშენებულ ბინებს თანამედროვე საცხოვრებელ კომპლექსებში სრული კეთილმოწყობით. თქვენი ბიუჯეტიდან გამომდინარე, შეგიძლიათ იპოვოთ ბინები ქირით 500 დოლარიდან 4500 დოლარამდე.

ისანში  შესაძლებელია ძვირადღირებული  ბინების დაქირავებაც, ყველანაირი აღჭურვილობით.

აღსანიშნავია ორი მნიშვნელოვანი პუნქტი. ერთი ის, რომ  საქართველოში ბინები ძირითადად  ქირავდება კეთილმოწყობილი. მეორე, მოიჯარეებისთვის ანაბარი არ არის საჭირო და მხოლოდ ქირავნობის საფასურის გადახდაა საჭირო ყოველთვიურად.

ვილის დაქირავება ისანში, თბილისში

 თუ თქვენ არ ხართ იმ მდგომარეობაში, რომ შეიძინოთ სახლი, შეგიძლიათ განიხილოთ აგარაკის დაქირავება თბილისში, ისანში. ისანში გაქირავების ფასები მნიშვნელოვნად არ განსხვავდება თბილისის სხვა რაიონებისგან, თვეში 500 დოლარიდან იწყება და 7000 დოლარამდე მერყეობს, ესაა ძვირადღირებული  აგარაკის ღირებულება  აუზით და სრული კეთილმოწყობით. თბილისში, ისანში აგარაკის გაქირავების ფასი სამი ფაქტორით განისაზღვრება:

  1. ვილის ადგილმდებარეობა
  2. სახლის ფართობი
  3. მისი კეთილმოწყობა

ისანში გვაქვს ვილების ფართო არჩევანი, ტრადიციული პატარა ზომის სახლებიდან დაწყებული  100 კვადრატული მეტრიდან, 300 კვადრატული მეტრამდე, რომელთა უმრავლესობა  ქირავდება კეთილმოწყობილი. ამიტომ, ოჯახებს, რომლებიც თბილისში დასახლებას აპირებენ, შეუძლიათ აირჩიონ ისანში აგარაკის დაქირავება ისნის ტერიტორიაზე არსებული ხელსაყრელი გარემო პირობებით, რეკრეაციული ობიექტებით, საგანმანათლებლო დაწესებულებებითა და ჯანდაცვის მომსახურებით.

კომერციული ფართი ქირით ისანში, თბილისში

 ისანი მოსახლეობის სიმჭიდროვის გამო, ბუნებრივია, ბიზნესისთვის მიმზიდველი ტერიტორია ხდება. თუ ბიზნესს არ შეუძლია შეიძინოს კომერციული ქონება, ისანში გაქირავების პირობები გთავაზობთ შესაძლებლობას იპოვოთ შესაფერისი კომერციული ფართი სტანდარტული გაქირავების ფასად. ისნის კომერციული ფართები გთავაზობთ მრავალფეროვან ვარიანტს ფასისა და მათი დანიშნულების  თვალსაზრისით. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ აირჩიოთ მცირე და დიდი მაღაზიები, მცირე სახელოსნოები და მაღალი კლასის საოფისე ფართები  სასურველ ფასებში. ცნობილი რესტორნების არსებობა, როგორიცაა Khinkali Master, M. Farsh Restaurant, Taj Restaurant, Kanekalon House ისანში, მიუთითებს ამ რეგიონში წარმატებულ ბიზნეს გარემოზე. ისანის ფართო სატრანსპორტო ქსელი ასევე ხელს უწყობს კარგ  ხელმისაწვდომობას, რაც ბიზნესისთვის სასარგებლოა.

თბილისში, ისანში კომერციული გაქირავების განხილვისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ისეთი ფაქტორები, როგორიცაა კომერციული ფართის ტიპი და ზომა, მისი აღჭურვილობა და ადგილმდებარეობა, რადგან ეს ფაქტორები პირდაპირ გავლენას ახდენს საბოლოო საიჯარო ფასზე.

ოფისი ქირაობა ისანში

 თბილისის სტრატეგიულმა მდებარეობამ, როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონის ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა ეკონომიკურმა ცენტრმა, ბევრ კომპანიას უბიძგა ამ ქალაქში ბიზნესის დაწყებიკენ. თუ საოფისე ფართის ყიდვა არ არის თქვენს გეგმებში, ისანში ოფისის დაქირავება შეიძლება იყოს კარგი  ეკონომიკური გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ ისანი არ მდებარეობს ქალაქის ცენტრში, ის ახლოსაა მასთან და აქვს წვდომა ქალაქის ყველა ნაწილზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის მეშვეობით. გარდა ამისა, ისანში საოფისე გაქირავებაზე მაღალი მოთხოვნის გამო, უამრავი ვარიანტია ხელმისაწვდომი, დაწყებული მცირე საოფისე ფართებით, რომელთა გაქირავების ფასი თვეში 500 დოლარია, დამთავრებული დიდი ოფისებით, რომელთა ზომა 4000 კვადრატულ მეტრამდეა და გაქირავების ფასი 63 000 დოლარია.

სასტუმროს ქირაობა ისანში,თბილისში

 თბილისის ზოგიერთი ცნობილი სასტუმრო, როგორიცაა Grand Hotel, WESTAY Hotel, Boutique Hotel, Green Boutique Hotel, Dolabauri Hotel, Calista Hotel, Diamond Hotel, Sheraton Hotel და Hilton Garden Inn, ყველა მდებარეობს ისანში. ისნის უნიკალური მდებარეობა თავისი ხელსაყრელი კლიმატით, ცენტრალურ თბილისთან სიახლოვით და უამრავი ტურისტული აქტივობით ხდის მას პოპულარულს ტურისტებისთვის, რომლებიც ეძებენ სასტუმროს  ისანში დასაქირავებლად.ეს წარმოადგენს შესაფერის შესაძლებლობას იმ პირებისთვის, რომლებსაც ურჩევნიათ სასტუმროს ყიდვა ისანში და შემდეგ მისი გაქირავება.

მიწის ქირაობა ისანში, თბილისში

ისანში მიწის ქირაობის მსურველები, როგორც წესი, დაინტერესებულნი არიან სასოფლო-სამეურნეო მიწებით (გამონაკლისების გარდა). თუმცა, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არაქართულენოვან მოსახლეობას არ შეუძლია იჯარით მიწის აღება. ისანში გასაყიდი მიწის გონივრული ფასებისა და თბილისში მიწის ფასების მნიშვნელოვანი ზრდის გათვალისწინებით, სასურველია, მის ნაცვლად მიწის ყიდვა განვიხილოთ, რადგან გაქირავება შეიძლება რთული და პრაქტიკულად შეუძლებელი იყოს ამ შემთხვევაში.

როგორ ვიყიდოთ ქონება ისანში,თბილისში?

აღმოსავლეთ თბილისში ისნის განსაკუთრებული მდებარეობის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ ეს ტერიტორია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არჩევანია საცხოვრებლად ან უძრავი ქონების ინვესტირებისათვის. ბევრი ადამიანი, რომელიც გეგმავს მიგრაციას ან დასახლებას თბილისში, ირჩევს ისნის რაიონს საცხოვრებელად ან სამუშაო მიზნებისთვის. ამ სფეროში ქონების შესაძენად ან გასაქირავებლად აუცილებელია გქონდეთ სრული ინფორმაცია უძრავი ქონების გარიგების პირობების შესახებ, რომლის მიღება შესაძლებელია კარგი რეპუტაციის მქონე კომპანიისგან რჩევის მიღებით. აქედან გამომდინარე, “სისნო ჯგუფი”, როგორც საქართველოში გამოცდილი და საიმედო უძრავი ქონების კომპანია, საუკეთესო ვარიანტია ისანში ნებისმიერი ტიპის ქონების შესახებ კონსულტაციისა და ინფორმაციის მოსაპოვებლად.

სისნო ჯგუფი არის სპეციალიზებული, სანდო და აქტიური უძრავი ქონების კომპანია, რომელიც უკვე ექვსი წელია მოღვაწეობს საქართველოში და გთავაზობთ სხვადასხვა მომსახურებას, როგორიცაა ქონების კონსულტაცია, ყიდვა-გაყიდვა. თუ ხართ  დაინტერესებული საცხოვრებელი ან კომერციული ქონების ყიდვით, გაყიდვით ან გაქირავებით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სისნო ჯგუფის ექსპერტებს.

Show less

33 ქონება
Sort by:

Compare listings

Compare