ქირავდება 1 საძინებლიანი ბინა ვაზისუბნის დასახლებაში , კორპუსი 23. ბინა არის ახალი აშენებული, გარემონტებული და მდებარეობს 14 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე. მისი საერთო ფართი შეადგენს 45 მ2 და აქვს : სტუდიოს ტიპის მისაღები ოთახი, ერთი საძინებელი, სააბაზანო და აივანი ქალაქის ხედით. მიუხედავად მცირე კვადრატულობისა, ბინა ძალიან მოხერხებულად არის დაგეგმარებული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სრულად აღჭურვილია ავეჯით, ტექნიკით და საყოფაცხოვრებო ნივთებით. იდეალური იქნება როგორც წყვილისთვის, ასევე მარტო საცხოვრებლადაც.
რაც შეეხება ადგილმდებარეობას, ვაზისუბნის დასახლება ახლოს არის ვარკეთილის მეტროსთან, ფეხით მისასვლელად დაახლოებით 15 წუთია საჭირო. ასევე ახლოს არის : სკოლები და საბავშვო ბაღები, სასტუმროები, სპორტული მოედნები, სილამაზის სალონები, მაღაზიები, სუპერმარკეტები, აფთიაქები, ბანკომატები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები და სხვა. ამ ადგილის კიდევ ერთ უპირატესობას წარმოადგენს მისი მშვიდი საცხოვრებელი გარემო. მიუხედავად იმისა რომ დეტალურად განვიხილეთ ბინა და მისი ადგილმდებარეობა, კიდევ ერთხელ შემოგთავაზებთ 3 მიზეზს, რის გამოც ეს ბინა იდეალურია საცხოვრებლად:
Compare listings
Compare