ქირავდება სასტუმრო კრწანისში , კრწანისის რაიონში. სასტუმრო არის ძველ თბილისურ სტილში აშენებული და შენარჩუნებული აქვს ულამაზესი ვიზუალი. შენობა აშენდა 1931 წელს, გახლავთ 2 სართულიანი, მისი საერთო ფართი შეადგენს 1885.93 მ2 და მოიცავს სასტუმროს, რესტორანს, შეხვედრების სივრცეს, დიდ ვერანდას და საკუთარ პარკინგს. 1 სართულის საერთო ფართი შეადგენს 400.26 მ2 , მეორე სართულის 497.25 მ2, გარე კონტურის ფართი 646.27 , ასევე აქვს იზოლირებული სამზარეულო 252 მ2 ფართით. შესაძლებელია მისი ცალ-ცალკე გაქირავება სხვადასხვა დანიშნულების და გამოყენების შესაბამისად.
როგორც უკვე აღვნიშნეთ სასტუმრო მდებარეობს ძველ თბილისში, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედები ქალაქზე და არის სიმწვანეში ჩაფლული. ამავდროულად გარშემო ყველაფერია კომფორტისათვის : უნივერსიტეტი გეომედი , საქართველოს გენერალური პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, საფრანგეთის, ლიტვის, ბელარუსის და ბულგარეთის საელჩოები, სასტუმროები, სამედიცინო კლინიკები, სკოლები და საგანმანათლებლო დაწესებულებები, საცურაო აუზი, სპორტ დარბაზი, დასასვენებელი პარკები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები და ის ყველაფერი, რაც ამ ადგილს ძალიან მოსახერხებელ ლოკაციად აქცევს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან დეტალურად განვიხილეთ ყველაფერი, კიდევ ერთხელ შემოგთავაზებთ 3 მიზეზს, რის გამოც ღირს ამ სასტუმროს დაქირავება :
Compare listings
Compare