იყიდება 1 საძინებლიანი ბინა ძველ თბილისში , ლადო ასათიანის ქუჩაზე. ბინა არის ძველი აშენებული და ახალი გარემონტებული, მდებარეობს 3 სართულიანი საცხოვრებელი შენობის 2 სართულზე. მისი საერთო ფართი შეადგენს 46 მ2, აქვს სტუდიოს ტიპის მისაღები ოთახი, ერთი საძინებელი, სააბაზანო და აივანი ულამაზესი ხედით. ბინა არის ძალიან მყუდრო, კომფორტული და გემოვნებით მოწყობილი ავეჯით, ტექნიკით და ყველა აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთით. იდეალურია როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციო მიზნით გამოყენებისათვის, მისი ადგილმდებარეობიდან და მოწყობიდან გამომდინარე.
ძველი თბილისი ქალაქის უძველესი, ულამაზესი და ყველაზე მოთხოვნადი უბანია, რომელიც მდებარეობს ქალაქის ცენტრში და ძალიან კომფორტული ადგილია საცხოვრებლად. ჩვენს კონკრეტულ მისამართთან ახლოს გვაქვს: სავაჭრო ცენტრი გალერეა თბილისი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, სკოლები და საგანმანათლებლო დაწესებულებები, კაფეები და კვების ობიექტები, დასასვენებელი პარკები, მაღაზიები, სუპერმარკეტები, ბანკები, აფთიაქები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები და ყველაფერი, რის გამოც ეს ადგილი ასეთი მიმზიდველია. მეტრო თავისუფლების მოედნამდე ფეხით მისასვლელად სულ რაღაც 5 წუთია საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ბინა და მისი ადგილმდებარეობა, ამ ადგილის უპირატესობები ნამდვილად ამოუწურავია. გთავაზობთ 3 მიზეზს, რის გამოც ეს ადგილი იდეალურია:
Compare listings
Compare