იყიდება 2 საძინებლიანი ბინა ბლოქსი ავლაბარში , ქეთევან დედოფლის გამზირზე 57, ბლოქსის საცხოვრებელ კომპლექსში. ბინა არის ახალი აშენებული, გარემონტებული და მდებარეობს 22 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მე-7 სართულზე. მისი საერთო ფართი შეადგენს 83 მ2, აქვს სტუდიოს ტიპის მისაღები ოთახი, ორი საძინებელი, სააბაზანო და დიდი აივანი ქალაქის ულამაზესი ხედით. ბინა არის ძალიან მყუდრო, ნათელი და ორიგინალური დიზაინით გაწყობილი. აღჭურვილია ავეჯით, ტექნიკით და ყველა აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთით და იდეალურია როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციოდ, მისი ადგილმდებარეობიდან და მოწყობიდან გამომდინარე. ბლოქსის საცხოვრებელ კომპლექსში ყველანაირი კომფორტია შექმნილი მაცხოვრებლებისთვის, აქვს როგორც მიწისქვეშა ასევე მიწისზედა ავტოსადგომები.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბინა მდებარეობს ქალაქის ერთ-ერთ ძალიან მოთხოვნად და მოსახერხებელ ლოკაციაზე, მეტრო 300 არაგველის მოპირდაპირე მხარეს. ჩვენს კონკრეტულ ლოკაციასთან ახლოს არის: სამების საკათედრო ტაძარი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, სასტუმროები, რესტორნები და კაფეები, რიყის პარკი, მაღაზიები, სუპერმარკეტები, აფთიაქები, ბანკები, დასასვენებელი პარკები, სილამაზის სალონები, სპორტული დარბაზები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები და ყველაფერი, რაც ამ ადგილს ძალიან მოთხოვნად და კომფორტულ საცხოვრებელ ლოკაციად აქცევს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე დეტალურად განვიხილეთ როგორც ბინა, ასევე მისი ადგილმდებარეობა, ამ ადგილის უპირატესობები ნამდვილად ამოუწურავია. შემოგთავაზებთ 3 მიზეზს, რის გამოც ეს ბინა იდეალურია:
Compare listings
Compare