ქირავდება ერთოთახიანი ბინა რუსთაველში , გიორგი ლეონიძის ქუჩაზე. ბინა არის ძველი აშენებული და ახალი გარემონტებული. მისი საერთო ფართი გახლავთ 25 მ2, აქვს სააბაზანო და მისაღები ოთახი, სადაც დგას ავეჯი და საწოლიც მათ შორის. ბინა აღჭურვილია ავეჯით, ტექნიკით და ყველა აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთით,არის ძალიან მყუდრო და იდეალურია როგორც წყვილის, ასევე მარტო ცხოვრებისთვისაც.
რაც შეეხება ადგილმდებარეობას, ეს არის თბილისის ცენტრალური და ისტორიული უბანი, სადაც იდეალურადაა შერწყმული თანამედროვე კულტურა და ცხოვრება, სწორედ ამიტომ არის ეს ადგილი ასეთი მიმზიდველი და მოთხოვნადი როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივებისთვის. ჩვენს კონკრეტულ ლოკაციასთან ახლოს არის : თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი,თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, ეროვნული გალერეა, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი, ალექსანდრეს ბაღი, სავაჭრო ცენტრი გალერეა თბილისი, სასტუმროები, კაფეები და კვების ობიექტები, სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები, სუპერმარკეტები, აფთიაქები, ავტობუსის გაჩერებები, მეტრო რუსთაველი და ა.შ. ამოუწურავია იმ ყველა დაწესებულების და ღირსშესანიშნაობის ჩამონათვალი რაც ამ ადგილს ასეთ პოპულარულ და მოთხოვნად ლოკაციად აქცევს. შემოგთავაზებთ 3 მიზეზს, რატომ უნდა იცხოვროთ ამ ადგილას:
Compare listings
Compare