ქირავდება ორ ოთახიანი ბინა ძველში , ბეთლემის ქუჩა 4. ბინა არის ძველი აშენებული და ახალი გარემონტებული, მოწყობილია ავეჯით, ტექნიკით და ყველა აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთით. მისი საერთო ფართი შეადგენს 57 მ2, აქვს სტუდიოს ტიპის მისაღები ოთახი, ორი საძინებელი, სააბაზანო და აივანი, რომელიც ასევე მოწყობილია გარე ავეჯით. ყველა ოთახი გვაქვს პირველადი განათებით, შესაბამისად ბინა არის ძალიან ნათელი და მყუდრო. ბინის დიზაინი არის ულამაზესი ნაზავი სიძველისა და თანამედროვეობის.
გარდა იმისა რომ თვითონ ბინა არის იდეალური, მდებარეობს ძალიან კომფორტულ და მოსახერხებელ ლოკაციაზე. ქალაქის ეს ნაწილი გამოირჩევა თავისი ისტორიული ღირსშესანიშნაობებით, ტაძრებით, ვიწრო და ძალიან ლამაზი ქუჩებით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ის ტურისტების ფავორიტი ლოკაციაა. ბეთლემის ქუჩასთან ახლოს გვაქვს : ლადო გუდიაშვილის სკვერი, ილუზიების მუზეუმი, სასტუმროები, კაფეები და კვების ობიექტები, სავაჭრო ცენტრი გალერეა თბილისი, მაღაზიები და სუპერმარკეტები, აფთიაქები,ბანკები და ავტობუსის გაჩერებები, თავისუფლების მოედნამდე და მეტრომდე ფეხით მისასვლელად სულ 7 წუთია საჭირო.
ჩვენ დეტალურად განვიხილეთ , როგორც ბინა ასევე ადგილმდებარეობა, თუმცა მისი უპირატესოსები ამოუწურავია, ამიტომ შემოგთავაზებთ 3 მიზეზს, რატომ არის ეს ადგილი საცხოვრებლად იდეალური ლოკაცია:
Compare listings
Compare