ქირავდება 2 საძინებლიანი ბინა ორთაჭალაში , ორთაჭალის ქუჩა 19. ბინა არის ძველი აშენებული, გარემონტებული და მოწყობილი ავეჯით, ტექნიკით და საცხოვრებლად აუცილებელი ყველა საყოფაცხოვრებო ნივთით. მისი საერთო ფართი შეადგენს 83 მ2, აქვს მისაღები ოთახი, იზოლირებული სამზარეულო, ორი საძინებელი, სააბაზანო და დიდი აივანი ეზოს შიდა ხედით. ბინა არის სუფთა, მოწესრიგებული და ძალიან მყუდრო, შესაძლებელია 3 ან 4 ადამიანის განთავსება რადგან ერთ-ერთ საძინებელში დგას 2 საწოლი. ბინა იდეალურია როგორც ოჯახისთვის, ასევე სტუდენტების საცხოვრებლად.
ორთაჭალა თბილისის ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი უბანია, სადაც იდეალურად ერწყმის ერთმანეთს თანამედროვე დაგეგმარება და ძველი უბანი. რაც შეეხება ჩვენს კონკრეტულ ლოკაციას, ორთაჭალის ქუჩასთან ახლოს არის : ჰიპერმარკეტები ევროპროდუქტი და ფრესო, მაღაზიები და სუპერმარკეტები, სკოლები, უნივერსიტეტი გეომედი, საბავშვო ბაღი, ბულგარეთის საელჩო, ნიუ ჰოსპიტალსი, საცურაო აუზი, სასტუმროები, აფთიაქები, ავტობუსის გაჩერებები და ა.შ. ასევე ახლოს არის ორთაჭალის ავტოსადგომი, საიდანაც შესაძლებელია როგორც ქვეყნის, ასევე ქვეყნის საზღვრებს გარეთაც გამგზავრება სახმელეთო ტრანსპორტით.
ამ ლოკაციაზე ყველაფერია რაც ქმნის კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს, თუმცა კიდევ ერთხელ შემოგთავაზებთ 3 მიზეზს, რატომ უნდა იცხოვროთ ამ ბინაში :
Compare listings
Compare