ორი ოთახიანი აპარტამენტი ისანში ქირავდება , ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე 1. ბინა არის ახალი აშენებული, გარემონტებული და მდებარეობს 18 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის 4 სართულზე. მისი საერთო ფართი გახლავთ 65 მ2, აქვს სტუდიოს ტიპის მისაღები ოთახი, ორი საძინებელი, სააბაზანო და აივანი. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ რომ ყველა ოთახი არის პირველადი განათებით, შესაბამისად ბინა არის ძალიან ნათელი, მყუდრო, კომფორტული და გემოვნებით მოწყობილი ავეჯით, ტექნიკით და ყველა აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთით. იდეალურია როგორც ოჯახისთვის, ასევე სტუდენტებისთვის საცხოვრებლად.
შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ , რომ ისნის რაიონი ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი და კომფორტული საცხოვრებელი ლოკაციაა თბილისში. ქალაქის ცენტრამდე მისასვლელად სულ 10 წუთია საჭირო, არის მეტრო და ყველანაირი საზოგადოებრივი ტრანსპორტი თუ დაწესებულება რაც აუცილებელია კომფორტული და მოსახერხებელი ცხოვრებისათვის. რაც შეეხება ჩვენს კონკრეტულ ლოკაციას, ახლოს არის : სავაჭრო ცენტრი ისანი მოლი, მაკდონალდსი და კვების ობიექტები, სასტუმროები, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, სკოლები და საგანმანათლებლო დაწესებულებები, საბავშვო ბაღი, სამედიცინო კლინიკები, სილამაზის სალონები, ბანკები, აფთიაქები, ავტობუსის გაჩერებები, მეტრო 300 არაგველამდე ფეხით მისასვლელად 8 წუთია საჭირო, მეტრო ისნამდე კი 12 წუთი. მიუხედავად ყველაფრის დეტალური განხილვისა, კიდევ ერთხელ შემოგთავაზებთ 3 მიზეზს, თუ რატომ უნდა იცხოვროთ ამ ბინაში:
Compare listings
Compare