ქირავდება ოროთახიანი ბინა დიდუბეში , ბათუმის ქუჩა 2. ბინა არის დუპლექსის ტიპის, ახალი აშენებული, გარემონტებული და მდებარეობს 4 სართულიანი კორპუსის 4 სართულზე. მისი საერთო ფართი გახლავთ 130 მ2, აქვს სტუდიოს ტიპის მისაღები ოთახი ბუხრით, ორი საძინებელი და სააბაზანო. ბინა არის მოწყობილი ტექნიკით, ავეჯით და ყველა აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთით. ბინა იდეალურია ოჯახის საცხოვრებლად, მისი ფართიდან გამომდინარე.
რაც შეეხება ადგილმდებარეობას, ეს არის ქალაქის ყველაზე ხმაურიანი და აქტიური ლოკაცია, რადგანაც აქ მდებარეობს თბილისის რკინიგზის სადგური, დინამო არენა, უამრავი სავაჭრო ცენტრი და სამშენებლო ჰიპერმარკეტი, ასევე ახლოს არის მუშტაიდის ბაღი, მაკდონალდსი და კვების ობიექტები, სკოლები და საგანმანათლებლო დაწესებულებები, საბავშვო ბაღი, მაღაზიები, სუპერმარკეტები, აფთიაქები, სამედიცინო კლინიკები, ავტობუსის გაჩერებები და ა.შ. მეტრო წერეთელამდე მისასლელად კი სულ 5 წუთია საჭირო. მოკლედ, ამ ლოკაციაზე ყველაფერია რაც ცხოვრებას გვიმარტივებს და უფრო კომფორტულს ხდის.
მიუხედავად იმისა რომ დეტალურად განვიხილეთ როგორც ბინის ისე ლოკაციის ყველა უპირატესობა, კიდევ ერთხელ შემოგთავაზებთ 3 მიზეზს, რაც დაგარწმუნებთ რომ ეს ბინა იდეალურია საცხოვრებლად :
Compare listings
Compare