იყიდება ერთი ოთახიანი ბინა ვაკეში , ილია ჭავჭავაძის გამზირზე 49ბ. ბინა არის ახალი აშენებული, გარემონტებული და მდებარეობს 12 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის 3 სართულზე. მისი საერთო ფართი შეადგენს 52 მ2, აქვს სტუდიოს ტიპის მისაღები ოთახი, ერთი საძინებელი, სააბაზანო და აივანი. ბინაში ფართი იდეალურად არის ათვისებული, შესაბამისად არის ძალიან კომფორტული და მყუდრო. მოწყობლია ავეჯით, ტექნიკით და აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთებით, რომლებიც რჩება ბინაში და ზედმეტი დროისა და ენერგიის დახარჯვის გარეშე შეძლებთ ბინით სარგებლობას, ცხოვრებას ან საინვესტიციოდ გამოყენებას.
ვაკის რაიონი ყველაზე მოთხოვნადი საცხოვრებელი ლოკაციაა ქალაქში, მისი ადგილმდებრეობიდან, ცხოვრების დონიდან და კომფორტული საცხოვრებელი პირობებიდან გამომდინარე. რაც შეეხება ჩვენს კონკრეტულ ლოკაციას, ახლოს არის : ვაკის პარკი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, ვაკის საცურაო აუზი, ჰიპერმარკეტი აგროჰაბი, სილამაზის და ესთეტიური სალონები, სკოლები და საგანმანათლებლო დაწესებულებები, მაღაზიები, სუპერმარკეტები, აფთიაქები, ბანკები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები და და და ყველაფერი, რაც ამ ადგილს ყველაზე მოთხოვნად და კომფორტულ საცხოვრებელ ლოკაციად აქცევს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე დეტალურად განვიხილეთ ბინის და მისი ადგილმდებარეობის ყველა უპირატესობა, კიდევ ერთხელ შემოგთავაზებთ 3 მიზეზს, თუ რატომ უნდა შეიძინოთ ეს ბინა:
Compare listings
Compare