ქირავდება ერთი ოთახიანი ბინა თემქაში , ჩარგლის ქუჩის 79 ნომერში. ბინა მდებარეობს ახალი აშენებული 18 სართულიანი კორპუსის 17 სართულზე, არის გარემონტებული და მოწყობილი ყველა საჭირო ავეჯით, ტექნიკით და საყოფაცხოვრებო ნივთებით. მისი საერთო ფართი შეადგენს 31 მ2, აქვს სტუდიოს ტიპის მისაღები ოთახი, სააბაზანო და აივანი. არ აქვს იზოლირებული საძინებელი. აივნიდან იშლება ბუნების ულამაზესი ხედი თემქის მონუმენტებზე.
რაც შეეხება ადგილმდებარეობას, თემქა თბილისის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მშვიდი უბანია,რომელიც ახლოს არის თბილისის ზღვასთან და რეკრეაციულ სივრცესთან. ჩარგლის ქუჩის სიახლოვეს ყველაფერია რაც აუცილებელია კომფორტული ცხოვრებისთვის : სუპერმარკეტები, მაღაზიები, აფთიაქები, კვების ობიექტები, სამედიცინო კლინიკები, ბავშვთა გასართობი ცენტრები, სკოლა და საგანმანათლებლო დაწესებულებები, საბავშვო ბაღები, სილამაზის სალონები, ბანკები, სპორტ დარბაზი, საფეხბურთო მოედანი, ავტობუსის გაჩერებები და ა.შ. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ რომ თემქაზე მრავლადაა სკვერები და დასასვენებელი სივრცეები.
მიუხედავად იმისა რომ დეტალურად განვიხილეთ ბინის ყველა უპირატესობა, მოდით კიდევ ერთხელ ჩამოვთვალოთ 3 მიზეზი, რატომ არის ეს ბინა იდეალური საცხოვრებლად :
Compare listings
Compare