იყიდება ერთი ოთახიანი ბინა სამგორში , იოსებ და ლეონ ორბელების ქუჩაზე 90. ბინა არის ახალი აშენებული, გარემონტებული და მდებარეობს 10 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის 9 სართულზე. მისი საერთო ფართი გახლავთ 48 მ2, აქვს სტუდიოს ტიპის მისაღები ოთახი, ერთი საძინებელი, სააბაზანო და აივანი, რომელიც მთელს სიგრძეზე მიუყვება ბინას, რაც უზრუნველყოფს მეტ სინათლეს და სიმყუდროვეს. ასევე უნდა აღვნიშნოთ რომ ბინაში რემონტის უსიამოვნო პროცესი დასრულებულია და ყველაფერი მზად არის ახალი მფლობელის გემოვნებით მოსაწყობად.
რაც შეეხება ადგილმდებარეობას, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი უბანი თბილისში, რომელიც გამოირჩევა ეკოლოგიური სისუფთავით სხვა უბნებთან შედარებით და ასევე ბინების ნაკლები ღირებულებითაც. ჩვენს კონკრეტულ ლოკაციასთან ახლოს არის:საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სკოლები და საბავშვო ბაღი, სამგორის პარკი, მაღაზიები და სუპერმარკეტები, აფთიაქები, სილამაზის სალონები, ბანკომატები, ავტობუსის გაჩერებები, მეტრო სამგორამდე ფეხით მისვლას კი სულ რაღაც 10 წუთი სჭირდება.
მიუხედავად იმისა, რომ დეტალურად განვიხილეთ ბინაც და მისი ადგილმდებარეობაც, კიდევ ერთხელ შემოგთავაზებთ 3 მიზეზს, თუ რატომ უნდა შეიძინოთ ეს ბინა:
Compare listings
Compare