იყიდება ერთოთახიანი ბინა ისანში , ნავთლუღის ქუჩაზე 10, არქის საცხოვრებელ კომპლექსში. ბინა არის ახალი აშენებული, თეთრი კარკასის კონდიციაში და მდებარეობს 19 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის 3 სართულზე. მისი საერთო ფართი შეადგენს 56.5 მ2, აქვს სტუდიოს ტიპის მისაღები ოთახი, ერთი საძინებელი, სააბაზანო და აივანი ქალაქის ხედით, რომელიც მთელს სიგრძეზე მიუყვება ბინას. დაუსრულებელი ბინის ყიდვის უპირატესობა გახლავთ პირველ რიგში ნაკლები ღირებულება და ასევე ის, რომ თქვენი გემოვნებით გაარემონტებთ და მოაწყობთ მას.არქის საცხოვრებელი კომპლექსი საკუთარ მაცხოვრებლებს სთავაზობს : მიწისქვეშა პარკინგს, ბავშვთა და სპორტულ მოედნებს, რეკრეაციულ ზონებს და ყველა პირობას კოფორტული ცხოვრებისათვის.
რაც შეეხება ადგილმდებარეობას, ისნის რაიონი ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი და კომფორტული საცხოვრებელი ლოკაციაა, უამრავი ახალი აშენებული საცხოვრებელი კომპლექსით. ჩვენს კონკრეტულ მისამართთან ახლოს გვაქვს : სავაჭრო ცენტრი ისანი მოლი, მაკდონალდსი და სხვა კვების ობიექტები, მაღაზიები და სუპერმარკეტები, სკოლები, საბავშვო ბაღი, აფთიაქები, ავტობუსის გაჩერებები, მეტრო ისნამდე ფეხით მისასვლელად კი სულ 5 წუთია საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ დეტალურად განვიხილეთ ბინა და მისი ადგილმდებარეობა, კიდევ ერთხელ შემოგთავაზებთ 3 მიზეზს, რომლებიც დაგარწმუნებთ ამ ბინის იდეალურობაში:
Compare listings
Compare