ქირავდება სასტუმრო კრწანისში , ერეკლე მეორის ქუჩაზე. სასტუმრო არის 2 სართულიანი, ახალი აშენებული, გარემონტებული და აღჭურვილი ავეჯით, ტექნიკით და აუცილებელი ნივთებით, აქედან გამომდინარე მარტივად შესაძლებელია იგივე ბიზნესის გაგრძელება. მისი საერთო ფართი გახლავთ 260.14 მ2 , ამ სივრცეში შედის კაფეც, რომელიც სასტუმროსთან ერთად ქირავდება.
სასტუმრო მდებარეობს ძველ თბილისში, ქალაქის უძველეს და ულამაზეს უბანში, სადაც იდეალურადაა შერწყმული ძველი თბილისის ღირსშესანიშნაობები და თანამედროვეობა, რაც განაპირობებს ამ დგილის ასეთ პოპულარობას. რაც დამეთანხმებით რომ წარმატებული ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელია. აქვს ულამაზესი ხედი ძველ ქალაქსა და სამების საკათედრო ტაძარზე. ასევე ახლოს არის: სიონის საკათედრო ტაძარი, მეტეხის ტაძარი, ნარიყალა, ილუზიების მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი,რიყის პარკი, თბილისის საჰაერო ბურთი, სასტუმროები, რესტორნები, კაფეები და კვების ობიექტები, მაღაზიები, სუპერმარკეტები, აფთიაქები, სუვენირის მაღაზიები, სილამაზის სალონები, ავტობუსის გაჩერებები და ის ყველაფერი, რაც ამ ადგილს ყველაზე პოპულარულ და მოთხოვნად ლოკაციად აქცევს.
ჩვენ დეტალურად განვიხილეთ სასტუმრო და მისი ადგილმდებარეობა, თუმცა ამ ადგილის უპირატესობები ამოუწურავია. გთავაზობთ 3 მიზეზს, რომლებიც გადარწმუნებთ თუ რატომ უნდა იქირავოთ ეს სასტუმრო:
Compare listings
Compare