დუპლექსი აპარტამენტი ვაკეში იყიდება , ილია ჭავჭავაძის გამზირზე 83. ბინა არის ახალი აშენებული, გარემონტებული და მდებარეობს 14 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის 2 სართულზე. მისი საერთო ფართი შეადგენს 38 მ2, აქვს სტუდიოს ტიპის მისაღები ოთახი, სააბაზანო და საძინებელი განთავსებულია მეორე სართულზე. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ბინის ფართი იდეალურად არის ათვისებული და დაგეგმარებული, შესაბამისად ბინა საკმაოდ მყუდრო და კომფორტულია. მოწყობილია ავეჯით, ტექნიკით და აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთებით, რომელიც დარჩება ბინაში.
ვაკის რაიონი ყველაზე მოთხოვნადი საცხოვრებელი ლოკაციაა ქალაქში, მისი ადგილმდებრეობიდან, ცხოვრების დონიდან და კომფორტული საცხოვრებელი პირობებიდან გამომდინარე. რაც შეეხება ჩვენს კონკრეტულ ლოკაციას, ახლოს არის : ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, სკოლები და საგანმანათლებლო დაწესებულებები, საბავშვო ბაღები, რუსეთის, უკრაინის და ირანის საელჩოები, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, ვაკის საცურაო აუზი, ვაკის პარკი, მაღაზიები, სუპერმარკეტები, სასტუმროები, აფთიაქები, ბანკომატები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები და და ყველაფერი, რაც ამ ადგილს ყველაზე მოთხოვნად და კომფორტულ საცხოვრებელ ლოკაციად აქცევს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე დეტალურად განვიხილეთ ბინის და მისი ადგილმდებარეობის ყველა უპირატესობა, კიდევ ერთხელ შემოგთავაზებთ 3 მიზეზს, თუ რატომ არის ეს ბინა იდეალური:
Compare listings
Compare