ქირავდება დუპლექსის ბინა ჩუღურეთში , აღმაშენებლის გამზირზე 114. ბინა არის ძველი აშენებული, ახალი რემონტით და მდებარეობს 4 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის 1 სართულზე. მისი საერთო ფართი გახლავთ 35 მ2, პირველ სართულზე არის მისაღები ოთახი სრული აღჭურვილობით, აქვე დგას საწოლი რომელიც გამოყოფილია ფარდით სხვა ავეჯისგან, მეორე სართულზეც არის საწოლი. ბინა არის ძალიან მყუდრო, ნათელი და ყოველმხრივ კომფორტული.
რაც შეეხება ადგილმდებარეობას, ეს გახლავთ თბილისის ერთ-ერთი უძველესი და ძალიან ცნობილი უბანი. ჩვენს კონკრეტულ მისამართთან კი ახლოს არის : მარჯანიშვილის თეატრი, ნოდარ დუმბაძის თეატრი, ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი, ღვინის გალერეა, ლონდონის ბაღი, ვარდების ბაღი, არტ სასახლე, მაკდონალდსი, კაფეები და კვების ობიექტები, პარკები და დასასვენებელი სივრცეები, თავდაცვის სამინისტრო, სავაჭრო ცენტრი თბილისი ცენტრალი, თბილისის რკინიგზის სადგური, დინამო არენა, მუშტაიდის ბაღი, სკოლა, საბავშვო ბაღი, სასტუმროები, სილამაზის სალონები, აფთიაქები, ბანკები, ავტობუსის გაჩერებები, მეტრო მარჯანიშვილამდე ფეხით მისასვლელად კი სულ 3 წუთია საჭირო.
მიუხედავად იმისა რომ დეტალურად განვიხილავთ როგორც ბინას, ასევე ადგილმდებარეობას, მისი უპირატესობების რაოდენობა ამუწურავია, თუმცა მაინც შემოგთავაზებთ 3 მიზეზს, რატომ უნდა იცხოვროთ ამ ბინაში:
Compare listings
Compare