ქირავდება 2 საძინებლიანი ბინა საბურთალოზე

  • $1,500/monthly
თბილისი
ქირავდება
ქირავდება 2 საძინებლიანი ბინა საბურთალოზე
თბილისი
  • $1,500/monthly

მიმოხილვა

  • ბინა
  • ქონების ტიპი
  • 2
  • საძინებლები
  • 3
  • სააბაზანოები
  • 113
  • 12
  • სართული
  • 62020
  • ქონების ID

დეტალები

Updated on აგვისტო 26, 2024 at 4:20 pm
  • ქონების ID: 62020
  • ფასი: $1,500/monthly
  • ქონების ზომა: 113 m²
  • საძინებლები: 2
  • სააბაზანოები: 3
  • ქონების ტიპი: ბინა
  • გარიგების ტიპი: ქირავდება
  • სართული: 12
  • ყველა სართული: 19
  • შენობის ტიპი: ახალი აშენებული
  • შიდა ტიპი: კეთილმოწყობილი

აღწერა

ქირავდება 2 საძინებლიანი ბინა საბურთალოზე, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე 23. ბინა არის ახალი აშენებული, გარემონტებული და მდებარეობს 19 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის 12 სართულზე. მისი საერთო ფართი შეადგენს 113 მ2, აქვს სტუდიოს ტიპის მისაღები ოთახი, ორი საძინებელი, სამი სააბაზანო და დიდი აივანი ქალაქის ხედით. ბინა არის საკმაოდ დიდი, კომფორტული, ნათელი და ძალიან გემოვნებიანად მოწყობილი ავეჯით, ტექნიკით და ყველა აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთით. იდეალური იქნება ოჯახისთვის საცხოვრებლად, მისი დიდი სივრციდან გამომდინარე.

საბურთალო თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული უბანია დღეის მონაცემებით. აქ გვაქვს უამრავი ახალი და ძველი აშენებული საცხოვრებელი კომპლექსი, სავაჭრო და ბიზნეს ცენტრები, ყველანაირი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კვების ობიექტები და ყველაფერი რაც დამახასიათებელია მოსახერხებელი საცხოვრებელი და სამუშაო ლოკაციისთვის. რაც შეეხება ჩვენს კონკრეტულ ლოკაციას, ახლოს არის: ლისის ტბა, სამედიცინო კლინიკები, სკოლები და საგანმანათლებლო დაწესებულებები, ევროპროდუქტი და სხვა სუპერმარკეტები, მაღაზიები, კაფეები და კვების ობიექტები, აფთიაქები, ბანკომატები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები და უამრავი რამ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე დეტალურად განვიხილეთ ბინის და მისი ადგილმდებარეობის ყველა უპირატესობა, კიდევ ერთხელ შემოგთავაზებთ 3 მიზეზს, თუ რატომ არის ეს ბინა იდეალური საცხოვრებლად:

  • პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი ის გახლავთ, რომ ბინა მზად არის საცხოვრებლად და თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ პირადი ნივთების შეტანა
  • მეორე მიზეზი არის მისი ადგილმდებარეობა, ძალიან მშვიდ და ეკოლოგიურად სუფთა ლოკაციაზე, ამავდროულად ახლოს ყველანაირ კომფორტთან
  • მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზია მისი სიახლოვე საზოგადოებრივ ტრანსპორტთან, კომფორტული გადაადგილებისთვის
  • მისამართი elguja amashukeli str. 23
  • სითი თბილისი
  • უბანი საბურთალო

Compare listings

Compare
ანა ჩაჩიბაია
  • ანა ჩაჩიბაია