ქირავდება 2 საძინებლიანი ბინა საბურთალოზე

  • $1,400/monthly
თბილისი
ქირავდება
ქირავდება 2 საძინებლიანი ბინა საბურთალოზე
თბილისი
  • $1,400/monthly

მიმოხილვა

  • ბინა
  • ქონების ტიპი
  • 2
  • საძინებლები
  • 1
  • აბაზანა
  • 100
  • 5
  • სართული
  • 62050
  • ქონების ID

დეტალები

Updated on აგვისტო 26, 2024 at 4:54 pm
  • ქონების ID: 62050
  • ფასი: $1,400/monthly
  • ქონების ზომა: 100 m²
  • საძინებლები: 2
  • აბაზანა: 1
  • ქონების ტიპი: ბინა
  • გარიგების ტიპი: ქირავდება
  • სართული: 5
  • ყველა სართული: 12
  • შენობის ტიპი: ახალი აშენებული
  • შიდა ტიპი: კეთილმოწყობილი

აღწერა

ქირავდება 2 საძინებლიანი ბინა საბურთალოზე, კამანის ქუჩაზე 11. ბინა არის ახალი აშენებული, გარემონტებული და მდებარეობს 12 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის 5 სართულზე. მისი საერთო ფართი შეადგენს 100 მ2, აქვს მისაღები ოთახი, იზოლირებული სამზარეულო, ორი საძინებელი, სააბაზანო და აივანი ქალაქის ხედით. ბინა არის საკმაოდ დიდი, კომფორტული და გემოვნებით მოწყობილი ავეჯით, ტექნიკით და ყველა აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთით. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ რომ ბინას აქვს იზოლირებული სამზარეულო, რაც ბოლო დროის იშვიათი კომფორტია. იდეალურია ოჯახისთვის საცხოვრებლად, მისი დიდი ფართიდან გამომდინარე.

საბურთალო თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული უბანია დღეის მონაცემებით. აქ გვაქვს უამრავი ახალი და ძველი აშენებული საცხოვრებელი კომპლექსი, სავაჭრო და ბიზნეს ცენტრები, ყველანაირი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კვების ობიექტები და ყველაფერი რაც დამახასიათებელია მოსახერხებელი საცხოვრებელი და სამუშაო ლოკაციისთვის. რაც შეეხება ჩვენს კონკრეტულ ლოკაციას, ახლოს არის: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სკოლები და საგანმანათლებლო დაწესებულებები, სამედიცინო კლინიკები, კვების ობიექტები, დასავენებელი პარკები, სავაჭრო ცენტრი სითი მოლი, ბანკები, აფთიაქები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები, მეტრო დელისამდე ფეხით მისასვლელად კი სულ რაღაც 7 წუთია საჭირო.მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე დეტალურად განვიხილეთ ბინის და მისი ადგილმდებარეობის ყველა უპირატესობა, კიდევ ერთხელ შემოგთავაზებთ 3 მიზეზს, თუ რატომ არის ეს ბინა იდეალური საცხოვრებლად:

  • პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი ის გახლავთ, რომ ბინა მზად არის საცხოვრებლად და თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ პირადი ნივთების შეტანა
  • მეორე მიზეზი გახლავთ მისი ადგილმდებარეობა,ქალაქის ცენტრში და ახლოს ყველანაირი მომსახურებასა თუ დაწესებულებასთან
  • მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზია მისი სიახლოვე მეტროსთან და საზოგადოებრივ ტრანსპორტთან, კომფორტული გადაადგილებისთვის
  • მისამართი kamani str. 11
  • სითი თბილისი
  • უბანი საბურთალო

Compare listings

Compare
ჰამიდრეზა ღაზვინი
  • ჰამიდრეზა ღაზვინი