ქირავდება 2 საძინებლიანი ბინა ბაგებში

  • $950/monthly
თბილისი
ქირავდება 2 საძინებლიანი ბინა ბაგებში
თბილისი
  • $950/monthly

მიმოხილვა

  • 2
  • საძინებლები
  • 1
  • აბაზანა
  • 125
  • 5
  • სართული
  • 59945
  • ქონების ID

დეტალები

Updated on აგვისტო 1, 2024 at 5:04 pm
  • ქონების ID: 59945
  • ფასი: $950/monthly
  • ქონების ზომა: 125 m²
  • საძინებლები: 2
  • აბაზანა: 1
  • სართული: 5
  • ყველა სართული: 9
  • შენობის ტიპი: ახალი აშენებული
  • შიდა ტიპი: კეთილმოწყობილი

აღწერა

ქირავდება 2 საძინებლიანი ბინა ბაგებში, წყნეთის გზატკეცილზე 24. ბინა არის ახალი აშენებული, გარემონტებული და მდებარეობს 9 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის 5 სართულზე. მისი საერთო ფართი გახლავთ 125 მ2, აქვს მისაღები ოთახი, იზოლირებული სამზარეულო, ორი საძინებელი, სააბაზანო და აივანი, ულამაზესი ხედით ქალაქზე. ბინა არის საკმაოდ დიდი, ნათელი და კომფორტული და  აღჭურვილია ავეჯით, ტექნიკით და ყველა აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთით. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ კიდევ ერთხელ, რომ ბინას აქვს იზოლირებული სამზარეულო, რაც ძალიან კომფორტული და ბოლო დროს იშვიათია. ბინა იდეალურია ოჯახის საცხოვრებლად, მისი დიდი ფართიდან გამომდინარე.

რაც შეეხება ადგილმდებარეობას, ბაგები ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი ლოკაციაა ვაკის რაიონის შემდეგ, რომელიც მის გვერდით მდებარეობს. ჩვენს კონკრეტულ ლოკაციასთან ახლოს გვაქვს: თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა, ახალი სკოლა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, ევროპროდუქტი, კარფური, ნიკორა და სხვა სუპერმარკეტები, მაღაზიები, აფთიაქები, ავტობუსის გაჩერებები და ყველაფერი, რაც დამახასიათებელია კომფორტული და მოსახერხებელი საცხოვრებელი ლოკაციისთვის. მიუხედავად იმისა, რომ დეტალურად განვიხილეთ ბინა და მისი ადგილმდებარეობა, კიდევ ერთხელ შემოგთავაზებთ 3 მიზეზს, რატომ არის ამ ბინაში ცხოვრება იდეალური გადაწყვეტილება:

  • პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი ისაა, რომ ბინაში არის ყველაფერი: ავეჯი, ტექნიკა და საყოფაცხოვრებო ნივთები, რაც შესაძლებლობას გაძლევთ დაუყოვნებლივ გადახვიდეთ საცხოვრებლად
  • მეორე მიზეზი გახლავთ მისი ადგილმდებარეობა, ძალიან მოსახერხებელ ადგილას, საიდანაც მარტივია საზოგადოებტივ ტრანსპორტთან და ყველაფერთან წვდომა
  • მესამე და არანაკლებ მნიშვნელოვანი, ეს უბანი ერთ-ერთ ყველაზე ეკოლოგიურ სუფთა ლოკაციად მიიჩნევა, ბუნებასთან სიახლოვის გამო, შესაბამისად არის ძალიან მშვიდი და სუფთა გარემო
  • მისამართი Tskneti highway 24
  • სითი თბილისი
  • უბანი ბაგები

Compare listings

Compare
ჰამიდრეზა ღაზვინი
  • ჰამიდრეზა ღაზვინი