იყიდება 2 საძინებლიანი ბინა ვერაზე , იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზე 5. ბინა არის ახალი აშენებული, გარემონტებული და მდებარეობს 13 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მე-8 სართულზე. მისი საერთო ფართი შეადგენს 75 მ2 და აქვს : სტუდიოს ტიპის მისაღები ოთახი, ორი საძინებელი, გარდერობის ოთახი, სააბაზანო და აივანი. უნდა აღვნიშნოთ რომ ბინის ფართი იდეალურად არის ათვისებული და დაგეგმარებული, შესაბამისად არის ძალიან კომფორტული, ნათელი და მყუდრო. აღჭურვილია ავეჯით, ტექნიკით და ყველა აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთით, იდეალურია ოჯახისთვის საცხოვრებლად მისი დიდი სივრციდან გამომდინარე.
რაც შეეხება ადგილმდებარეობას, ვერა თბილისის ერთ-ერთი უძვლესი და ულამაზესი უბანია, რომელიც ძალიან პოპულარულია როგორც ადგილობრივებს ასევე ტურისტებს შორის. რაც შეეხება ჩვენს კონკრეტულ მისამართს ახლოს არის : ვერის ბაღი, დიდი საკონცერტო დარბაზი, კინოთეატრი ამირანი, თბილისის ზოოპარკი, ღვინის ქარხანა, კაფეები და კვების ობიექტები, სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები, სუპერმარკეტები, აფთიაქები, ბანკები, სილამაზის სალონები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები და ა.შ. მეტრო რუსთაველამდე ფეხით მისასვლელად კი სულ რაღაც 5 წუთია საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დეტალურად განვიხილეთ როგორც ბინა ასევე მისი ადგილმდებარეობა, ამ ადგილის უპირატესობები ნამდვილად ამოუწურავია. ამიტომ შემოგთავაზებთ 3 მიზეზს, რის გამოც ეს ადგილი საცხოვრებლად არის იდეალური :
Compare listings
Compare