იყიდება 2 საძინებლიანი ბინა დიდ დიღომში , მირიან მეფის ქუჩაზე 13. ბინა მდებარეობს ახალი აშენებული 12 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-12 სართულზე, არის გარემონტებული და აღჭურვილია სამზარეულოს და სააბაზანოს ავეჯით. დანარჩენი ოთახები მზად არის ახალი მფლობელის გემოვნებით აღსაჭურვად. მისი საერთო ფართი შეადგენს 68 მ2 და აქვს : სტუდიოს ტიპის მისაღები ოთახი, ორი საძინებელი, სააბაზანო და დიდი აივანი. ბინა იდეალურია როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციოდ.
რაც შეეხება ადგილმდებარეობას, დიდი დიღომი საცხოვრებლად და სამუშაოდ ერთ-ერთი მოთხოვნადი ლოკაციაა, რომელიც მუდმივად იზრდება და ვითარდება. აქ არის : გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, სამედიცინო კლინიკები, სკოლები და საგანმანათლებლო დაწესებულებები, კვების ობიექტები, დასასვენებელი პარკები, სპორტ დარბაზები, სილამაზის სალონები, სპორტული მოედნები, მაღაზიები, სუპერმარკეტები, ბანკები, აფთიაქები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები და ყველაფერი, რაც დამახასიათებელია ძალიან მოსახერხებელი საცხოვრებელი ლოკაციისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე დეტალურად განვიხილეთ როგორც ბინის, ასევე მისი ადგილმდებარეობის ყველა უპირატესობა, კიდევ ერთხელ შემოგთავაზებთ 3 მიზეზს, რის გამოც ღირს აქ ცხოვრება :
Compare listings
Compare