ქირავდება 2 საძინებლიანი ბინა თბილისი გარდენში , მიხეილ ასათიანის ქუჩაზე 10, თბილისი გარდენსის საცხოვრებელ კომპლექსში. ბინა არის ახალი აშენებული, გარემონტებული და აღჭურვილია ავეჯით, ტექნიკით და ყველა აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთით. მისი საერთო ფართი შეადგენს 81 მ2, აქვს სტუდიოს ტიპის მისაღები ოთახი, ორი საძინებელი, სააბაზანო და აივანი ქალაქის ხედით. ბინა არის საკმაოდ ფართო, ნათელი, მყუდრო და კომფორტული, იდეალურია როგორც ოჯახისთვის, ასევე სტუდენტებისთვის საცხოვრებლად.
საბურთალო თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული უბანია დღეის მონაცემებით. აქ გვაქვს უამრავი ახალი და ძველი აშენებული საცხოვრებელი კომპლექსი, სავაჭრო და ბიზნეს ცენტრები, ყველანაირი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კვების ობიექტები და ყველაფერი რაც დამახასიათებელია მოსახერხებელი საცხოვრებელი და სამუშაო ლოკაციისთვის. რაც შეეხება ჩვენს კონკრეტულ ლოკაციას, თბილისი გარდენის საცხოვრებელ კომპლექსთან ახლოს არის: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სამედიცინო კლინიკები, სავაჭრო ცენტრი სითი მოლი, სკოლები და საგანმანათლებლო დაწესებულებები, დასავენებელი პარკები, სპორტული მოედნები, სილამაზის სალონები, მაღაზიები, სუპერმარკეტები, აფთიაქები, ბანკები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები, მეტრო დელისამდე ფეხით მისასვლელად კი სულ 10 წუთია საჭირო.მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე დეტალურად განვიხილეთ ბინის და მისი ადგილმდებარეობის ყველა უპირატესობა, კიდევ ერთხელ შემოგთავაზებთ 3 მიზეზს, თუ რატომ არის ეს ბინა იდეალური საცხოვრებლად:
Compare listings
Compare