ქირავდება 2 ოთახიანი ბინა კრწანისში

  • $1,300/Monthly
თბილისი
ქირავდება
ქირავდება 2 ოთახიანი ბინა კრწანისში
თბილისი
  • $1,300/Monthly

მიმოხილვა

  • ბინა
  • ქონების ტიპი
  • 2
  • საძინებლები
  • 1
  • აბაზანა
  • 92
  • 7
  • სართული
  • 62470
  • ქონების ID

დეტალები

Updated on აგვისტო 26, 2024 at 5:28 pm
  • ქონების ID: 62470
  • ფასი: $1,300/Monthly
  • ქონების ზომა: 92 m²
  • საძინებლები: 2
  • აბაზანა: 1
  • ქონების ტიპი: ბინა
  • გარიგების ტიპი: ქირავდება
  • სართული: 7
  • ყველა სართული: 11
  • შენობის ტიპი: ახალი აშენებული
  • შიდა ტიპი: კეთილმოწყობილი

აღწერა

ქირავდება 2 საძინებლიანი ბინა კრწანისში, კრწანისი ვილა რეზიდენსის საცხოვრებელ კომპლექსში. ბინა არის ახალი აშენებული, გარემონტებული და მდებარეობს 11 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის 7 სართულზე. მისი საერთო ფართი შეადგენს 92 მ2, აქვს სტუდიოს ტიპის მისაღები ოთახი, ორი საძინებელი, სააბაზანო და დიდი აივანი ქალაქის ულამაზესი ხედით.აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ რომ ყველა ოთახი არის პირველადი განათებით, შესაბამისად ბინა არის ძალიან ნათელი,მყუდრო, კომფორტული და გემოვნებით მოწყობილი ავეჯით, ტექნიკით და ყველა აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთით.  იდეალურია ოჯახისთვის საცხოვრებლად.  კრწანისი ვილა რეზიდენსის საცხოვრებელ კომპლექსს აქვს საკუთარი მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგები, დასასვენებელი სივრცეები, საცურაო აუზი, ფიტნეს ცენტრი და ყველაფერი კომფორტული ცხოვრებისათვის.

რაც შეეხება ადგილმდებარეობას, ჩვენს კონრეტულ ლოკაციასთან ახლოს არის: უნივერსიტეტი გეომედი, დიდი ბრიტანეთის, ბულგარეთის, ლიტვის და საფრანგეთის საელჩოები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პროკურატურა, სასტუმროები, საცურაო აუზი, სკოლა, საბავშვო ბაღი, სამედიცინო კლინიკები, მაღაზიები, სუპერმარკეტები, აფთიაქები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ დეტალურად განვიხილეთ როგორც ბინის, ასევე მისი ადგილმდებარეობის ყველა უპირატესობა, კიდევ ერთხელ შემოგთავაზებთ 3 მიზეზს, თუ რატომ არის ეს ადგილი იდეალური საცხოვრებლად:

  • პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი ის გახლავთ, რომ ბინა აღჭურვილია საცხოვრებლად აუცილებელი ნივთებით და დაუყოვნებლივ შეძლებთ გადასვლას
  • მეორე მიზეზი არის მისი ადგილმდებარეობა ძალიან მშვიდ და ეკოლოგიურად სუფთა ლოკაციაზე, ამავდროულად ახლოს ყველანაირ კომფორტთან
  • მესამე და არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზია მისი სიახლოვე საზოგადოებრივ ტრანსპორტთან, კომფორტული გადაადგილებისთვის
  • მისამართი KRTSANISI VILLA RESIDENCE
  • სითი თბილისი
  • უბანი კრწანისი

Compare listings

Compare
ანა ჩაჩიბაია
  • ანა ჩაჩიბაია