ქირავდება 2 საძინებლიანი ბინა დირსი ისანში , დირსის საცხოვრებელ კომპლექსში. ბინა არის ახალი აშენებული, გარემონტებული და მდებარეობს 20 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის 8 სართულზე. მისი საერთო ფართი შეადგენს 72 მ2, აქვს სტუდიოს ტიპის მისაღები ოთახი, ორი საძინებელი, სააბაზანო და აივანი. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველა ოთახი გვაქვს პირველადი განათებით, შესაბამისად ბინა არის ძალიან ნათელი, მყუდრო და კომფორტული. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბინა აღჭურვილია ავეჯით და ტექნიკით და თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ პირადი მოხმარების ნივთები. იდეალურია როგორც ოჯახისთვის საცხოვრებლად, ასევე სტუდენტებისთვის მისი სივრციდან და დაგეგმარებიდან გამომდინარე.საცხოვრებელ კომპლექსს აქვს მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგები, ბავშვთა და დასასვენებელი სივრცეები.
ისანი არის თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი და კომფორტული რაიონი, სადაც საცხოვრებელად ყველანაირი კომფორტია შექმნილი,ამავდროულად ძალიან ახლოს არის ქალაქის ცენტრთან. რაც შეეხება ადგილმდებარეობას, დირსის საცხოვრებელ კომპლექსთან ახლოს არის: თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი, სკოლები და საგანამანლებლო დაწესებულებები, საბავშვო ბაღები, სავაჭრო ცენტრი ისანი მოლი, მაკდონალდსი, საფეხბურთო მოედნები, ჩოგბურთის კორტი, სპორტ დარბაზები, სამგორის ბაზარი, სილამაზის სალონები, საცურაო აუზი, მაღაზიები, სუპერმარკეტები, ბანკები, აფთიაქები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე დეტალურად განვიხილეთ ბინის და მისი ადგილმდებარეობის ყველა უპირატესობა, კიდევ ერთხელ შემოგთავაზებთ 3 მიზეზს, რატომ იქნება ამ ბინის შეძენა იდეალური გადაწყვეტილება:
Compare listings
Compare