ქირავდება 1 ოთახიანი კეთილმოწყობილი ბინა ვარკეთილში , საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე 22გ. ბინა არის ახალი აშენებული, გარემონტებული და მდებარეობს 10 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის 3 სართულზე. მისი საერთო ფართი გახლავთ 50 მ2, აქვს სტუდიოს ტიპის მისაღები ოთახი, ერთი საძინებელი, სააბაზანო და აივანი. ბინა არის ძალიან მყუდრო და კომფორტული, იდეალურია როგროც ოჯახისთვის, ასევე მარტო საცხოვრებლადაც.
ვარკეთილის რაიონი მდებარეობს თბილისის აღმოსავლეთით, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე და არის ძალიან მშვიდი უბანი ყველანაირი კომფორტით. აქ არის მეტრო, ყველანაირი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სავაჭრო ცენტრები, უამრავი ძველი და ახალი საცხოვრებელი კომპლექსი და ყველანაირი პირობაა შექმნილი კომფორტული და მოსახერხებელი ცხოვრებისათვის. რაც შეეხება ჩვენს კონკრეტულ ლოკაციას, ახლოს გვაქვს: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ვარკეთილის ცენტრალური პარკი, რიგის ბაღი, სკოლები, საბავშვო ბაღები, სპორტ დარბაზი, მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები, კვების ობიექტები და სუპერმარკეტები, აფთიაქები, ბანკები, სასტუმროები, ავტობუსის გაჩერებები, მეტრო ვარკეთილამდე ფეხით მისასვლელად კი სულ რაღაც 10 წუთია საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ დეტალურად განვიხილეთ ბინა და მისი ადგილმდებარეობა, კიდევ ერთხელ შემოგთავაზებთ 3 მიზეზს, თუ რატომ უნდა იცხოვროთ ამ ბინაში:
Compare listings
Compare