ქირავდება 1 ოთახიანი ბინა ვარკეთილში , ჯავახეთის ქუჩაზე. ბინა არის ახალი აშენებული, გარემონტებული და მდებარეობს 11 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის 8 სართულზე. მისი საერთო ფართი შეაგდენს 65 მ2, აქვს მისაღები ოთახი, სამზარეულო, ერთი საძინებელი, სააბაზანო და დიდი აივანი ქალაქის ხედით, რომელიც მოწყობილია შესაბამისი გარე ავეჯით. ბინა არის საკმაოდ დიდი, კომფორტული, მყუდრო და გემოვნებით მოწყობილი ავეჯით, ტექნიკით და ყველა აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთით. იდეალურია როგორც ოჯახისთვის, ასევე მარტო საცხოვრებლადაც.
ვარკეთილის რაიონი მდებარეობს თბილისის აღმოსავლეთით, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე და არის ძალიან მშვიდი უბანი ყველანაირი კომფორტით. აქ არის მეტრო, ყველანაირი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სავაჭრო ცენტრები, უამრავი ძველი და ახალი საცხოვრებელი კომპლექსი და ყველანაირი პირობაა შექმნილი კომფორტული და მოსახერხებელი ცხოვრებისათვის. რაც შეეხება ჩვენს კონკრეტულ ლოკაციას, ახლოს გვაქვს: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ეროვნული სკრინინგ ცენტრი, სპორტული სტადიონები, სპორტ დარბაზები, სკოლები, საბავშვო ბაღები, მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები, სუპერმარკეტები და კვების ობიექტები, ბანკები, სასტუმროები, აფთიაქები, ავტობუსის გაჩერებები, მეტრო ვარკეთილამდე ფეხით მისასვლელად კი მხოლოდ 5 წუთია საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ დეტალურდ განვიხილეთ ბინის და მისი ადგილმდებარეობის უპირატესობები, კიდევ ერთხელ შემოგთავაზებთ 3 მიზეზს, თუ რატომ უნდა იცხოვროთ ამ ბინაში:
Compare listings
Compare