ქირავდება 1 საძინებლიანი ბინა კარტოზიაზე მ2-ში , გივი კარტოზიას ქუჩაზე, მ2 საცხოვრებელ კომპლექსში. ბინა არის ახალი აშენებული, გარემონტებული და მდებარეობს 15 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის 10 სართულზე. მისი საერთო ფართი შეადგენს 50 მ2, აქვს სტუდიოს ტიპის მისაღები ოთახი, ერთი საძინებელი, სააბაზანო და აივანი შიდა ეზოს ხედით. ბინა არის მყუდრო, ნათელი და კომფორტული, მოწყობილია ძალიან გემოვნებიანად ავეჯით, ტექნიკით და საყოფაცხოვრებო ნივთებით. იდეალურია როგორც წყვილისთვის, ასევე მარტო საცხოვრებლადაც. მ2 საცხოვრებელ კომპლექსს აქვს საკუთარი მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგები.
საბურთალოს რაიონი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარულია თბილისში დღეის მონაცემებით. აქ არის უამრავი ახალი და ძველი საცხოვრებელი კომპლექსი, სავაჭრო და საოფისე ფართები, კვების ობიექტები და კომფორტისთვის აუცილებელი ყველანაირი პირობა, რაც ასე იზიდავს აქ როგორც ტურისტებს, ასევე ადგილობრივ მაცხოვრებლებს. რაც შეეხება ჩვენს კონკრეტულ ლოკაციას, საცხოვრებელ კომპლექსთან ახლოს არის: სავაჭრო ცენტრი სითი მოლი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სამედიცინო კლინიკები, დასასვენებელი პარკები, სკოლები და საგანმანათლებლო დაწესებულებები, სასტუმროები, სპორტული მოედნები, სპორტ დარბაზები, მაღაზიები, სუპერმარკეტები, აფთიაქები, ბანკომატები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები, მეტრო დელისამდე ფეხით მისასვლელად კი სულ რაღაც 13 წუთია საჭირო. მიუხედავად ყველაფრის დეტალური განხილვისა, კიდევ ერთხელ შემოგთავაზებთ 3 მიზეზს, რის გამოც ეს ადგილი იდეალურია საცხოვრებლად:
Compare listings
Compare