ქირავდება 1 საძინებლიანი ბინა ისანში , გაბრიელ სალოსის გამზირზე 162. ბინა არის ახალი აშენებული, გარემონტებული და მდებარეობს 10 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის 7 სართულზე. მისი საერთო ფართი შეადგენს 53 მ2, აქვს სტუდიოს ტიპის მისაღები ოთახი, ერთი საძინებელი, სააბაზანო და აივანი, რომელიც მთელს სიგრძეზე მიუყვება ბინას. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ბინის ფართი იდეალურადაა ათვისებული და დაგეგმარებული, შესაბამისად, ბინა არის საკმაოდ ფართო, ნათელი და კომფორტული. აღჭურვილია ავეჯით, ტექნიკით და აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთებით. იდეალურია როგორც წყვილისთვის , ასევე მარტო საცხოვრებლადაც.
ისანი ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი, ეკოლოგიურად სუფთა და კომფორტული უბანია საცხოვრებლად, სადაც ცხოვრებისთვის ყველა აუცილებელი და მოსახერხებელი პირობაა შექმნილი და ქალაქის ცენტრამდე ტრანსპორტით მისვლას სულ რაღაც 10 წუთი სჭირდება. რაც შეეხება ჩვენს კონკრეტულ ადგილმდებარეობას, ახლოს არის: თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი, სკოლები და საგანმანათლებლო დაწესეულებები, საბავშვო ბაღები, სავაჭრო ცენტრი სითი მოლი, მაკდონალსი, სასტუმროები, მაღაზიები, სუპერმარკეტები, სპორტული მოედნები, სპორტ დარბაზები, სილამაზის სალონები, ბანკები, აფთიაქები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე დეტალურად განვიხილეთ ბინის და მისი ადგილმდებარეობის ყველა უპირატესობა, კიდევ ერთხელ შემოგთავაზებთ 3 მიზეზს, თუ რატომ არის ეს ბინა საცხოვრებლად იდეალური:
Compare listings
Compare