ქირავდება 1 საძინებლიანი ბინა არქი თამარაშვილზე

  • $1,350/monthly
თბილისი
ქირავდება არქი
ქირავდება 1 საძინებლიანი ბინა არქი თამარაშვილზე
თბილისი
  • $1,350/monthly

მიმოხილვა

  • ბინა
  • ქონების ტიპი
  • 1
  • Bedroom
  • 1
  • აბაზანა
  • 56
  • 13
  • სართული
  • 61760
  • ქონების ID

დეტალები

Updated on აგვისტო 26, 2024 at 2:38 pm
  • ქონების ID: 61760
  • ფასი: $1,350/monthly
  • ქონების ზომა: 56 m²
  • Bedroom: 1
  • აბაზანა: 1
  • ქონების ტიპი: ბინა
  • გარიგების ტიპი: ქირავდება
  • სართული: 13
  • ყველა სართული: 25
  • შენობის ტიპი: ახალი აშენებული
  • შიდა ტიპი: კეთილმოწყობილი

აღწერა

ქირავდება 1 საძინებლიანი ბინა საბურთალოზე, მიხეილ თამარაშვილის ქუჩაზე 13, არქის საცხოვრებელ კომპლექსში. ბინა არის ახალი აშენებული, გარემონტებული და მდებარეობს 25 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის 13 სართულზე. მისი საერთო ფართი შეადგენს 56 მ2, აქვს სტუდიოს ტიპის მისაღები ოთახი, ერთი საძინებელი, სააბაზანო და დიდი აივანი, რომელიც მთელს სიგრძეზე მიუყვება ბინას, შესაბამისად ბინა არის ძალიან ნათელი, მყუდრო, კომფორტული და გემოვნებით მოწყობილი ავეჯით, ტექნიკით და ყველა აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთით. იდეალურია როგორც წყვილისთვის, ასევე მარტო საცხოვრებლადაც. არქის საცხოვრებელ კომპლექსს აქვს საკუთარი მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგები, საბავშვო და სპორტული მოედნები და ყველაფერი კომფორტული ცხოვრებისათვის.

საბურთალო თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული უბანია დღეის მონაცემებით. აქ გვაქვს უამრავი ახალი და ძველი აშენებული საცხოვრებელი კომპლექსი, სავაჭრო და ბიზნეს ცენტრები, ყველანაირი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კვების ობიექტები და ყველაფერი რაც დამახასიათებელია მოსახერხებელი საცხოვრებელი და სამუშაო ლოკაციისთვის. რაც შეეხება ჩვენს კონკრეტულ ლოკაციას, არქის საცხოვრებელ კომპლექსთან ახლოს არის: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, დასასვენებელი პარკები, ფიტნეს დარბაზები, კვების ობიექტები, სამედიცინო კლინიკები, სავაჭრო ცენტრი სითი მოლი, სკოლები და საგანმანათლებლო დაწესებულებები, სილამაზის სალონები, აფთიაქები, ბანკები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები, მეტრო დელისამდე ფეხით მისასვლელად კი სულ რაღაც 10 წუთია საჭირო.მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე დეტალურად განვიხილეთ ბინის და მისი ადგილმდებარეობის ყველა უპირატესობა, კიდევ ერთხელ შემოგთავაზებთ 3 მიზეზს, თუ რატომ არის ეს ბინა იდეალური საცხოვრებლად:

  • პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი ის გახლავთ, რომ ბინა მზად არის საცხოვრებლად და თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ პირადი ნივთების შეტანა
  • მეორე მიზეზი გახლავთ მისი ადგილმდებარეობა,ქალაქის ცენტრში და ახლოს ყველანაირი მომსახურებასა თუ დაწესებულებასთან
  • მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზია მისი სიახლოვე მეტროსთან და საზოგადოებრივ ტრანსპორტთან, კომფორტული გადაადგილებისთვის
  • მისამართი Mikheil tamarashvili str.13
  • სითი თბილისი
  • უბანი საბურთალო

Compare listings

Compare
ანა ჩაჩიბაია
  • ანა ჩაჩიბაია