იყიდება 1 საძინებლიანი ბინა აქსის პალასში საბურთალოზე

  • $130,000
თბილისი
იყიდება აქსისი
იყიდება 1 საძინებლიანი ბინა აქსის პალასში საბურთალოზე
თბილისი
  • $130,000

მიმოხილვა

  • ბინა
  • ქონების ტიპი
  • 1
  • Bedroom
  • 1
  • აბაზანა
  • 57
  • 11
  • სართული
  • 79885
  • ქონების ID

დეტალები

Updated on ნოემბერი 12, 2024 at 11:31 am
  • ქონების ID: 79885
  • ფასი: $130,000
  • ქონების ზომა: 57 m²
  • Bedroom: 1
  • აბაზანა: 1
  • ქონების ტიპი: ბინა
  • გარიგების ტიპი: იყიდება
  • სართული: 11
  • ყველა სართული: 14
  • შენობის ტიპი: ახალი აშენებული
  • შიდა ტიპი: კეთილმოწყობილი

აღწერა

იყიდება 1 საძინებლიანი ბინა აქსის პალასში საბურთალოზე , სულხან ცინცაძის ქუჩაზე 12, აქსის პალასის საცხოვრებელ კომპლექსში. ბინა არის ახალი აშენებული, გარემონტებული და მდებარეობს 14 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მე-11 სართულზე. მისი საერთო ფართი შეადგენს 57 მ2 და აქვს : სტუდიოს ტიპის მისაღები ოთახი, ერთი საძინებელი, გარდერობის ოთახი, სააბაზანო და აივანი, რომელიც მთელს სიგრძეზე მიუყვება ბინას. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ბინა არის აღჭურვილი ავეჯით, ტექნიკით და ყველა აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთით, შესაბამისად ზედმეტი დროის და ენერგიის დახარჯვის გარეშე შეგეძლებათ გადახვიდეთ საცხოვრებლად, ან გამოიყენოთ საინვესტიციო მიზნებისთვის. აქსის პალასის საცხოვრებელ კომპლექსს აქვს საკუთარი მიწისქვეშა პარკინგი, გასართობი და დასასვენებელი სივრცეები და უამრავი რამ, მაცხოვრებელთა კომფორტისათვის.

რაც შეეხება ადგილმდებარეობას, ჩვენს კონკრეტულ მისამართთან ახლოს არის:  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი,  სკოლები და საგანმანათლებლო დაწესებულებები, თბილისის მერია, სამედიცინო კლინიკები, კვების ობიექტები, სილამაზის სალონები, დასავენებელი პარკები, სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები, სუპერმარკეტები, ბანკები, აფთიაქები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები და ყველაფერი, რაც ამ ადგილს ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად უბნად აქცევს. მეტრო ტექნიკურ უნივერსიტეტამდე ფეხით მისასვლელად კი სულ რაღაც 12 წუთია საჭირო.  მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე დეტალურად განვიხილეთ როგორც ბინის, ასევე ადგილმდებარეობის ყველა უპირატესობა, კიდევ ერთხელ შემოგთავაზებთ 3 მიზეზს, რის გამოც უნდა შეიძინოთ ეს ბინა:

  • პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი ის არის, რომ ბინა არის მზად საცხოვრებლად, აღჭურვილია ავეჯით და ტექნიკით და დაგჭირდებათ მხოლოდ პირადი მოხმარების ნივთები
  • მეორე მიზეზი გახლავთ მისი ძალიან მოსახერხებელი ადგილმდებარეობა, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად უბანში
  • მესამე და არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ დაუყოვნებლივ შეგეძლებათ მისი საინვესტიციო მიზნებით გამოყენება

  • მისამართი Sulkhan tsintsadze str. 12
  • სითი თბილისი
  • უბანი საბურთალო

Compare listings

Compare
ჰამიდრეზა ღაზვინი
  • ჰამიდრეზა ღაზვინი