იყიდება 562 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ვეძისში , რაც იმას გულისხმობს რომ მისი შეძენა შეუძლიათ როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც ყველანაირი შეზღუდვის გარეშე. ასეთი მიწის კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ მისი გამოყენება მრავალი მიზნით არის შესაძლებელი: სახლის აშენება და საცხოვრებლად გამოყენება, სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების აშენება და საინვესტიციოდ გამოყენება ან ბიზნესის წარმოება.
რაც შეეხება ადგილმდებარეობას, ვეძისი ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური უბნის საბურთალოს ნაწილია, რომელსაც წვდომა აქვს ქალაქის ყველანაირ კომფორტთან და საზოგადოებრივ ტრანსპორტთან, ამავდროულად გამოირჩევა მშვიდი და ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი. ჩვენს კონკრეტულ მისამართთან ახლოს არის: ლისის ტბა, სკოლები და საგანმანათლებლო დაწესებულებები, საბავშვო ბაღები, სამედიცინო კლინიკები, სასტუმროები, მაღაზიები, სუპერმარკეტები, კვების ობიექტები, სილამაზის სალონები, დასასვენებელი პარკები, აფთიაქები, ბანკომატები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები და ყველაფერი, ძალიან კომფორტული და მოსახერხებელი ცხოვრებისათვის.
Compare listings
Compare