იყიდება დუპლექსი ბინა ჩუღურეთში , სუნდუკიანის ქუჩაზე 6. ბინა არის ძველი აშენებული ახალი რემონტით და მდებარეობს 3 სართულიანი საცხოვრებელი შენობის მე-2 სართულზე. მისი საერთო ფართი შეადგენს 118 მ2 და აქვს : მისაღები ოთახი, სამზარეულო, ორი საძინებელი და სააბაზანო. სახლი არის ძალიან მყუდრო, კომფორტული და გემოვნებიანად მოწყობილი. რაც ძალიან მნიშვნელოვანია აღჭურვილია ავეჯით, ტექნიკით და საცხოვრებლად აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთებით და ეს ყველაფერი დარჩება ბინაში. იდეალურია როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციოდ, მისი იდეალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე.
რაც შეეხება ადგილმდებარეობას, ჩუღურეთი ქალაქის უძველესი და ძალიან მოთხოვნადი უბანია, როგორც ტურისტებისთვის ასევე ადგლობრივებისთვის. ჩვენს კონკრეტულ მისამართთან ახლოს არის: ლონდონის პარკი, ვარდების ბაღი, ღვინის გალერეა, კაფეები და კვების ობიექტები, მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები, სუპერმარკეტები, ბანკები, აფთიაქები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები და ყველაფერი, რის გამოც ეს ადგილი ასეთი პოპულარული და მოთხოვნადია. მეტრო მარჯანიშვილამდე ფეხით მისასვლელად კი სულ რაღაც 15 წუთია საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ როგორც ყოველთვის დეტალურად განვიხილავთ ყველაფერს, ამ ადგილის უპირატესობები ამოუწურავია. კიდევ ერთხელ შემოგთავაზებთ 3 მიზეზს, რის გამოც ეს ადგილი იდეალურია:
Compare listings
Compare