იყიდება 1 საძინებლიანი ბინა მ2 მარშალ გელოვანზე , მარშალ გელოვანის გამზირზე 28, მ2 საცხოვრებელ კომპლექსში. ბინა არის ახალი აშენებული, გარემონტებული და მდებარეობს 9 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის 5 სართულზე. მისი საერთო ფართი შეადგენს 45 მ2, აქვს სტუდიოს ტიპის მისაღები ოთახი, ერთი საძინებელი, სააბაზანო და აივანი ქალაქის ხედით და მოწყობილი შესაბამისი გარე ავეჯით. ბინა არის ძალიან კომფორტული, მყუდრო და ნათელი. აღჭურვილია ავეჯით, ტექნიკით და საყოფაცხოვრებო ნივთებით, იდეალურია როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციოდ.
მ2 საცხოვრებელი კომპლექსი მდებარეობს იდეალურ საცხოვრებელ ლოკაციაზე, ქალაქის ცენტრში, ახლოს ყველანაირ კომფორტთან და ამავდროულად ძალიან მშვიდ გამზირზე. ჩვენს კონკრეტულ მისამართთან ახლოს არის: საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო, თბილისის სააპელაციო სასამართლო, ჰიპერმარკეტი აგროჰაბი, სკოლები და საგანმანათლებლო დაწესებულებები, სასტუმროები, მაღაზიები, სუპერმარკეტები, აფთიაქები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები, მაკდონალდსი, ვენდისი და კვების ობიექტები და ყველაფერი რაც დამახასიათებელია კომფორტული საცხოვრებელი ადგილისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე დეტალურად განვიხილეთ ბინის და მისი ადგილმდებარეობის ყველა უპირატესობა, კიდევ ერთხელ შემოგთავაზებთ იმ 3 მიზეზს, თუ რატომ არის ეს ბინა იდეალური:
Compare listings
Compare