იყიდება 2 საძინებლიანი ბინა დიდ დიღომში , ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, 31. ბინა არის ახალი აშენებული, გარემონტებული და მდებარეობს 14 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის 12 სართულზე. მისი საერთო ფართი შეადგენს 62 მ2, აქვს სტუდიოს ტიპის მისაღები ოთახი, ორი საძინებელი, სააბაზანო და აივანი, აღჭურვილი გარე ავეჯით. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველა ოთახი არის პირველადი განათებით, შესაბამისად ბინა არის ძალიან ნათელი, კოფორტული, მყუდრო და გემოვნებით მოაყობილი ავეჯით, ტექნიკით და აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთებით. ზედმეტი დროის და ენერგიის დახარჯვის გარეშე, დაუყოვნებლივ შეძლებთ საცხოვრებლად გადასვლას.
დიდი დიღომი ბოლო დროის ძალიან მოთხოვნადი საცხოვრებელი ლოკაციაა, მისი სწრაფი ზრდიდან და განვითარებიდან გამომდინარე. ამ უბანში არის ყველაფერი, რაც დამახასიათებელია მოსახერხებელი საცხოვრებელი ლოკაციისთვის. რაც შეეხება ჩვენს კონკრეტულ მისამართს, ახლოს არის: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, სკოლები და საგანმანათლელო დაწესებულებები, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, ჰიპერმარკეტი გუდვილი, სამედიცინო კლინიკები, მაკდონალდსი და კვების ობიექტები, სამშენებლო ჰიპერმარკეტები, მაღაზიები, სუპერმარკეტები, სპორტ დარბაზები, აფთიაქები, ბანკები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები და უამრავი რამ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე დეტალურად განვიხილეთ ბინის და მისი ადგილმდებარეობის ყველა უპირატესობა, კიდევ ერთხელ შემოგთავაზებთ 3 მიზეზს, რის გამოც ეს ბინა იდეალურია საცხოვრებლად:
Compare listings
Compare