იყიდება 2 საძინებლიანი ბინა კრწანისის ტყუპებში

  • $165,000
თბილისი
იყიდება კრწანისი თვინსი
იყიდება 2 საძინებლიანი ბინა კრწანისის ტყუპებში
თბილისი
  • $165,000

მიმოხილვა

  • ბინა
  • ქონების ტიპი
  • 2
  • საძინებლები
  • 1
  • აბაზანა
  • 87
  • 10
  • სართული
  • 63756
  • ქონების ID

დეტალები

Updated on ნოემბერი 20, 2024 at 3:48 pm
  • ქონების ID: 63756
  • ფასი: $165,000
  • ქონების ზომა: 87 m²
  • საძინებლები: 2
  • აბაზანა: 1
  • ქონების ტიპი: ბინა
  • გარიგების ტიპი: იყიდება
  • სართული: 10
  • ყველა სართული: 23
  • შენობის ტიპი: ახალი აშენებული
  • შიდა ტიპი: კეთილმოწყობილი

აღწერა

იყიდება 2 საძინებლიანი ბინა კრწანისის ტყუპებში, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე 63, კრწანისის ტყუპების საცხოვრებელ კომპლექსში. ბინა არის ახალი აშენებული, გარემონტებული და მდებარეობს 23 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის 10 სართულზე. მისი საერთო ფართი შეადგენს 87 მ2, აქვს სტუდიოს ტიპის მისაღები ოთახი, ორი საძინებელი, სააბაზანო და აივანი ქალაქის ულამაზესი ხედით. ბინა არის საკმაოდ ფართო, ნათელი და კომფორტული და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მოწყობილია ავეჯით, ტექნიკით და აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთებით, რომელიც დარჩება ბინაში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბინის გამოყენება შესაძლებელია როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვეტიციო მიზნებითაც.

ორთაჭალა თბილისის უძველესი და ულამაზესი უბანია, სადაც ძველი ქალაქი და ღირსშესანიშნაობები იდეალურად ერწყმის თანამედროვეობას. სწორედ ამიტომ არის ეს უბანი ძალიან მოთხოვნადი და განსხვავებული. რაც შეეხება ჩვენს კონკრეტულ მისამართს, საცხოვრებელ კომპლექსთან ახლოს არის: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, გენერალური პროკურატურა, უნივერსიტეტი გეომედი, ბულგარეთის, ლიტვის, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის  საელჩოები, სკოლები და საგანმანათლებლო დაწესებულებები, საბავშვო ბაღები, სასტუმროები, სამედიცინო კლინიკები, სპორტ დარბაზი, სილამაზის სალონები, რესტორნები, მაღაზიები, სუპერმარკეტები, ბანკები, აფთიაქები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები და უამრავი რამ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე დეტალურად განვიხილეთ ბინის და მისი ადგილმდებარეობის ყველა უპირატესობა, კიდევ ერთხელ შემოგთავაზებთ 3 მიზეზს, რის გამოც აუცილებლად უნდა შეიძინოთ ეს ბინა:

  • პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი არის ის, რომ ბინა მზად არის საცხოვრებლად და დაუყოვნებლივ შეძლებთ გადასვლას
  • მეორე მიზეზი გახლავთ მისი ადგილმდებარეობა, ქალაქის უძველეს და ულამაზეს უბანში, სადაც თავმოყრილია ყველანაირი კომფორტი
  • მესამე და არანაკლებ მნიშვნელოვანია ის შესაძლებლობა, რომ ბინა შეგიძლიათ საინვესტიციო მიზნებისთვის გამოიყენოთ

  • მისამართი gorgasali str. 63
  • სითი თბილისი
  • უბანი ორთაჭალა

Compare listings

Compare
ანა შფეტიშვილი
  • ანა შფეტიშვილი