ქირავდება ერთი ოთახიანი ბინა დიდუბეში , წერეთლის გამზირზე 70. ბინა არის ახალი აშენებული, გარემონტებული და მოწყობილი ყველა საჭირო საყოფაცხოვრებო ტექნიკით თუ ავეჯით. მდებარეობს 11 სართულიანი კორპუსის 9 სართულზე. მისი საერთო ფართი გახლავთ 56 მ2, აქვს სტუდიოს ტიპის მისაღები ოთახი, ერთი საძინებელი, სააბაზანო და დიდი აივანი ქუჩის შიდა ხედით. ბინა არის ძალიან ნათელი და მყუდრო, იდეალურია როგორც წყვილის , ასევე მარტო ცხოვრებისათვის.
რაც შეეხება ადგილმდებარეობას, დიდუბე ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და აქტიური უბანია, რადგან აქ თავმოყრილია ქალაქის მთავარი სატრანსპორტო წერტილი საიდანაც ქვეყნის ყველა მიმართულებით დადის ტრანსპორტი და ასევე ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი სამშენებლო მიმართულებით ელიავას ბაზრობა. ჩვენს კონკრეტულ ლოკაციასთან ახლოს არის : სამშენებლო ჰიპერმარკეტები ნოვა, გორგია და მოდუსი, სავაჭრო ცენტრები, სკოლა, საბავშვო ბაღი, მაკდონალდსი და კვების ობიექტები, გამოფენა ექსპო ჯორჯია, გერმანული ჰოსპიტალი, მაღაზიები, სუპერმარკეტები, აფთიაქები, ბანკები, ტრანსპორტი როგორც ქალაქის ასევე ქვეყნის ყველა მიმართულებით და ა.შ.
მიუხედავად იმისა რომ დეტალურად განვიხილეთ ბინის ყველა უპირატესობა, კიდევ ერთხელ შემოგთავაზებთ 3 მიზეზს, რატომ უნდა იცხოვროთ ამ ბინაში :
Compare listings
Compare